მთავარი საკითხავი ოტია იოსელიანი ციტატები – ნაწილი II

ოტია იოსელიანი ციტატები – ნაწილი II

by guramus

1. “ხშირად, ძალიან ხშირად, სიცოცხლის ფასი რომ არ ვიცით, სიკვდილი გვაგებინებს ხოლმე. . . ”

2. “ვისაც არ მოსწყურებია – მისთვის წყალი უბრალო სითხეა; ვისაც არ ჰყვარებია – იმას არც უმღერია; ვისაც არ სტკენია – მას სიხარულის გაგება გაუჭირდება; ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.”

3. “გული სიყვარულით ისე უნდა აივსო, სიავისთვის ადგილი არ დაიტოვო.”

4. “შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება”

5. “მოღალატე სიკვდილამდე მოღალატედ რჩება. . .” 26. “ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია, მას ჩვენ ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს უნდა ომი თუ არა.”

7. “ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა” “სიყვარულისთვის ასაკი არავის დაუწესებია.”

8. “დღეს შენით ყოფნა აუტანელია და ოდესმე უშენობას რა მოითმენს?!”

9. “ცოდვილი ცოდვილს ზნეობას ვერ უკარნახებს. როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ.”

10. “ბედნიერება კარზეც რომ მოგადგეს, თუ მისი ფასი არ იცი და კარები ფართოდ არ გაუღე, რად გინდა?!” “მოსმენით მოუსმინე, მაგრამ არავის დაუჯერო, სანამ საქმით არ დაგანახვებს. . . ”

11. “ვისაც სახლში არ სცივა, სითბოს ძებნას გარეთ არ დაიწყებს.”

12. “ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია, მას ჩვენ ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს უნდა ომი თუ არა.”

13. “პოლიტიკოსები მტრედებს გვანან, სანამ ძირს დაგოგმანებენ, ჩვენი ხელიდან ჭამენ საკენკს, აფრინდებიან და ზემოდან გვასკლინტავენ თავზე.”

14. “სხვისი არაფერი მინდა. ჩემსას კი, არავის გავატან. . .”

15. “ადამიანი სანამ ცოცხალია, ან უყვარს, ან სიყვარულის მოლოდინით სულდგმულობს”

16. “ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!”

17. “ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“

18. “გაქცევა ყოველთვიდ არ არის სიმხდალე! არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის…” თუ შენს გარშემო ყველა იცინის, თუ შენც არ გაიცინებ, უნდა გაიღიმო მაინც. მაგრამ თუ ყველა ტირის და არ ტირი, თვალებზე ხელი აიფარე.”

19. “ცხოვრება არსებობისთვის ბრძოლაა და მისი მოგებული ომის სარდლად არავინ დაგსვამს.”

20. “რეალურად, მამაკაცის ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ქალი, სხვა ყველა დანარჩენი მისი ჩრდილები არიან.”

21. “დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის.”

22. “ნაცნობსა და ჩვენეულს,როცა ვშორდებით და ვკარგავთ მაშინ უჩნდება ფასი. . .”