მთავარი საკითხავი “შენი ფასი 99 ფრანკია”-რაშია სკანდალური რომანის პოპულარობის საიდუმლო?

“შენი ფასი 99 ფრანკია”-რაშია სკანდალური რომანის პოპულარობის საიდუმლო?

by guramus

ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის რომანი- “99 ფრანკი” თავდაპირველად, გამოცემის წელს, ფართო საზოგადოებამ -“14.99 ევროს” სახელით გაიცნო. მწერლის მსოფლიო კოლოსალურმა პოპულარობამ რეჟისორების ინტერესი გამოიწვია. წიგნის გამოცემიდან 2 წელში ახალი ფილმის პრემიერა შედგა.

წიგნი ერთ სარეკლამო მენეჯერზე მოგვითხრობს, რომელიც, პრინციპში, წარმატებულ პიარ კამპანიას ეწევა. მას აქვს ყველაფერი: საკუთარი საქმე, შემოსავალი, ქალები და კოკაინი. ნაწარმოების მთავარი გმირის რუტინული ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც სარეკლამო მენეჯერს საკუთარი კოპანიის ყველაზე ლამაზი თანამშრომელი შეუყვარდება და ახალ შეთავაზებას მიიღებს კიდევ უფრო წარმატებული კომპანიიდან. აღმოჩნდება კი ეს ყველაფერი მისთვის საკმარისი?

ამბობენ, რომ ფრედერიკ ბეგბედერი “ბილწ” ლიტერატურას ქმნის. კრიტიკოსების ნაწილი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამაშია ცხოვრების სიმწარე და მწერლის მთელი ხიბლი.

ამონარიდები

  • „საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ.”
  • „დედამიწას სიყვარული მართავს.“
  • „რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდებიან, რომლებიც ჩემთან არ არიან?“
  • „ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.“
  • „ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე.“
  • „კაცობრიობამ ღმერთი ფართო მოხმარების საგნებს ანაცვალა.“
  • „თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ.”
  • „თქვენი ძალა თქვენს ცისფერ საბანკო ბარათშია.“
  • „სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.“
  • „თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.“
  • „ჩვენ ყველანი მეძავეები ვართ. ადამიანების 95 % ნებისმიერ შემხვედრს ლოგინში ჩაუგორდება სულ რაღაც 1500 ევროდ.“
  • „ყოველი ადამიანი, ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს, არარაობად იქცევა.“
  • „ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.“
  • „ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თანაც ისე, რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ.”
  • „საერთოდ ასე ხდება: როდესაც სექსი აქვთ, ბოლოს გრძნობაც უჩნდებათ.“
  • “ადრე უამრავი მეგობარი გყავდა; ახლა ერთიც აღარ დაგრჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც არასოდეს გყოლია.”
  • “ის, რასაც ადამიანები სითბოსა და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.”
  • “სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.”
  • “ტვინგადაბრუნებულ ახალგაზრდა წყვილებს სჯერათ, რომ სიყვარულით ქორწინდებიან და ბედნიერებას ესწრაფვიან.”