მთავარი საკითხავი ლევან გოთუას გენიალური ფრაზები ადამიანსა და სამშობლოზე

ლევან გოთუას გენიალური ფრაზები ადამიანსა და სამშობლოზე

by guramus

ლევან გოთუა-ის სურათის შედეგიადამიანს თუ მაღალი ზნეობა და აზრი არ ასულდგმულებს, მას აღარაფერი უანგარო არც ამოძრავებს.


ადამიანს იმედზე უკეთესი მეგობარი არც ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება.


ადამიანი, რომელიც არ იცნობს თავის მშობლიურ მიწა-წყალს, არ არის ღირსი ამ მიწა-წყლის


არავითარი ბედნიერება არც მწადს და არც მწამს, უკეთუ ჩემი სამშობლოს ხარჯზე იქნება


ადამიანის გულმა კი, ვინ მოსთვლის, რამდენი შეცდომა უნდა გადალახოს, ერთხელ, რომ დიდი სიმართლე გამოიღოს, ამიტომ წკვნილი მარგალიტი ვეძიოთ, თანდაყოლილი მრავალმანკი და ცხონრების ბილწი ნალექი ვრეცხოთ


არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბილესი და არც ყოფილა საქართველოსი ან ნაკურთხი მხარე კავკასიის ჩრდილოეთით.


ლევან გოთუა-ის სურათის შედეგიარის კეთილი სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა!. და კიდევ არის ავი სიბრძნე. ყველა ქვეყნის დამპყრობელნი ამას უფრო მისდევენ… იგი ნაღდია მუდამ, ამ ავსიბრძნისაა ,,გახრწენ და გადმოიბირე’’. არ დაინდო ზნემაღალი მტერი. იგი უფრო საშიშია, სხვას ან იყიდი, ან შეაშინებ და ყველაფერში გამოიყენებ. ზნემაღალი კი უკვე გმირია და ვაითუ, მას კიდევ სიმარჯვე და გონება ახლავს. უზნეო კი თუნდაც მტერი შენი ბუნებრივი მოკავშირეა.


ადამიანურობას ნურც მე მომკითხავთ, ხოლო ადამიანობას ნურც მე წამართმევთ და ნურც თქვენ დაკარგავთ. ამა ქვეყნის ზლიერება წარმავალია, როგორც შიშით შექმნილი სიყვარული.


არაფერი არ არის ისეთი ადვილი, როგორც რჩევის მიცემა და არაფერი არ ყოფილა ისეთი ძნელი, როგორც სხვისი რჩევით დიდი საქმის მოგვარება.


ბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება მაინც სჯობია.


კაცი არც ორკოვზიანი ვარგა და არც ორპირი, არც ორ სკამზე მჯდარი. ქვეყნად შენი წილი მუდამ მოიპოვება, მაგრამ სადაც მადლყ არ დაგითესია შენ კოვზს ნუ გამოაჩენ, რასაც დასთეს, კოვზი გულის კოვზზე მოგიკაკუნებს.


სილამაზეს ჩვენშიაც მუდამ ბევრი მოტრფიალე ჰყავს. ეს იქნებ ერთადერთია, რაც ოდითგანვე უცვლელი გვრჩება, ყველა თაობის ცეცხლი და ყინული ჩამოიარა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: