1620 წელს ბენ ელიაკიმმა თავის ქალიშვილებს დაუწერა წიგნი “კეთილი გული”, სადაც განიხილა იდეალური ცოლის 10 მცნება. თუ გსურთ, რომ თქვენი მეუღლისთვის იყოთ ერთადერთი და შეუცვლელი, გირჩევთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები.
ყველა გოგონას ვურჩევთ, წაიკითხოს და დაიზეპიროს:
1. არ გააღვიძოთ, როცა სძინავს;
2. ნუ ალოდინებთ მეუღლეს ჭამისთვის. შიმშილი – სიბრაზის პირველი მიზეზია;
3. ნუ შეეწინააღმდეგები და ნუ დაუწყებ მტკიცებას, რომ შენი რჩევა მისას სჯობს;
4. ნუ ეტყვი იმას, რაც არ სიამოვნებს. თუ ისე მიუდგები, როგორც მეფეს, ისე მოგექცევა, როგორც დედოფალს;
5. არ გაამართლო მისი მტრები და გიყვარდეს მისი მეგობრები;
6. ნუ მოელი მისგან შეუძლებელს;
7. გაუფრთხილდი მის ფულს. გაანდე ფინანსური საკითხები;
8. შეინახე მისი საიდუმლოებები. თუ ტრაბახი უყვარს, ესეც საიდუმლოდ შეინახე;
9. თუ მის თხოვნებს გაითვალისწინებ, ყველაფერში დაგემორჩილება;
10. უფრთხილდი როცა გაბრაზებულია. ასეთ დროს ნურც მხიარულად იქნებით და ნურც წაეჩხუბებით – გაუღიმე და მშვიდად ესაუბრე.