მთავარი ფილმები 14 ფილმი მოსაწყენი შაბათ-კვირის გასამხიარულებლად

14 ფილმი მოსაწყენი შაბათ-კვირის გასამხიარულებლად

by guramus

სიცილი ყველასთვის სასურველი სტუმარია და თუკი მის დანაკლისს გრძნობთ, დროა მხიარულ ფილმებს უყუროთ.

 

1. Un prince (presque) charmant / მოულოდნელი უფლისწული
ჟან-მარკს ყველაზე მეტად ბიზნესი აინტერესებს. საქმეში იმდენად ჩაეფლობა რომ საკუთარი ქალიშვილის ქორწილის შესახებ დაავიწყდება. ამიტომ ცდილობს ყველაფერი დროულად მოაგვაროს, მითუმეტეს როდესაც წინ დიდი გზა აქვს.
2. Demain tout commence /ყვეაფერი ხვალ იწყება
სემუელი მთელს დროს მეგობრებთან ერთად გართობაში ატარებს. უცბად კი ჩნდება გოგონა, ვისაც მისთვის უცნაური ახალი ამბავი აქვს.
3. Hunt for the Wilderpeople / ნადირობა ველურებზე
რიკს ქალაქგარეთ გააგზავნიან უცხო ოჯახში აღსაზრდელად. თუმცა როდესაც მის უკან წაყვანას დააპირებენ ის ტყეში გაიქცევა და სწორედ აქ იწყება ნადირობა.
4. Skiptrace / კვალდაკვალ
ბენის ძმისშვილს ბანდის წევრები იტაცებენ, მას კი ძებნის დროს დამხმარე ამერიკელი გამოუჩნდება. მათი თანამშრომლობა კურიოზებითაა სავსე.
5. A Hologram for the King /ჰოლოგრამა მეფისთვის
ალანისთვის ცხოვრებაში მთავარი სამსახური და ოჯახი იყო, თუმცა უეცრად უამრავი პრობლემა ჩნდება. მაშინ კი, როდესაც მეფესთან ვიზიტს ელოდება ბევრ საინტერესო ადამიანთან მოუწევს შეხვედრა
6. Dog’s Purpose /ძაღლის მიზანი
ამ კომედიის მთავარ გმირს კატასავით 9 სიცოცხლე აქვს. პირველ ჯერზე არც ისე კარგი ცხოვრება ექნება, მეორედ კი ნამდვილად გაუმართლებს.
7. Florence Foster Jenkins /ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი

 

მთავარი გმირი ნიუ-იორკელი გოგონაა, რომელსაც ყველაფერი აქვს ხმისა და სმენის გარდა, ის კი ოპერაში სიმღერაზე ოცნებობს.
8. 100 metros /ასი მეტრი
მთავარ გმირს გაფანტული სკლეროზი დაიდგინეს, რის გამოც მას 100 მეტრის გავლაც კი არ შეუძლია. მაგრამ იგი არ ნებდება და გადაწყვეტს ასობით მეტრი მანძილი გაიაროს.
9.Blast from the Past / აფეთქება წარსულიდან
ადამი შესანიშნავი ბიჭია. ის ოცნებობს იმ სამყაროს ნახვაზე, რომელზეც მხოლოდ ზღაპრებიდან სმენია რაიმე. იმდენად ჩაკეტილი იზრდებოდა, რომ გოგონაც კი არასოდეს არ ყავს ნანახი და ამ მხრივ სიურპრიზი ელის.
10. Teorie tygra /ვეფხვის თეორია
ოჯახში სამი თაობის ცოლ-ქმარი იდეალური ქორწინების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუმცა იანს უჩნდება მოსაზრება, რომ ისე არ ცხოვრობს, როგორც საჭიროა და გაქცევას გეგმავს.
11. Asphalt
ისტორია კეთილ ქალსა და კოსმონავტი. უყურებ მათ და ხვდები, რომ ცხოვრება ისეთი ცუდი აღარაა როდესაც გვერდით ერთი ადამიანი მაინც გყავს ისეთი, ვინც გიგებს.
12. The Grand Seduction / გრანდიოზული აფერა
ნიუფაუნდლენდზე ადრე სიცოცხლე ყვაოდა, ახლა კი სხვაგვარი მდგომარეობაა. ფაბრიკაა თუმცა მუშები არ არიან. ადგილობრივებს მოუწევთ საოცნებო ქალაქი შექმნან.
13. Rufus
მენი ცდილობს ახალ სკოლაში მალე გაიჩინოს მეგობრები. მისი ძაღლი მაგიურ ამულეტს პოულობს რაც მათ ადგილებს გაუცვლის.
14. This Beautiful Fantastic / მშვენიერი არსებები
სამყაროში ყველა მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. მთავარი გმირები კი ამ მოვლენათა მომსწრენი ხდებიან, ხედავენ თუ როგორ ნათელ ფერებში გადადის ყველაფერი მათ გარშემო.
D.T.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: