მთავარი საკითხავი როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ტაძარში წასვლისას

როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ტაძარში წასვლისას

by guramus

როგორ უნდა გამოეწყოს ქალი როდესაც ტაძარში შედის? ამ კითხვაზე პასუხს ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი საუბრობს:

„ეკლესიაში დღეს გამოკრულია: „შარვლით შესვლა არ შეიძლება” – ეს არასწორია. კაბით რომ შემოვიდა, შეხედეთ, ნორმალურად აცვია?! ჩვენ ვამბობთ, რომ კდემამოსილებით უნდა ჩაიცვას. ხშირად ამბობენ: „ჩემი მამაო არ მიშლის, შენ რატომ მიშლი?” – შენი მამაო ვინ არის, პავლე მოციქულია? ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, პავლე მოციქული ამბობს: ქალბატონები კდემამოსილებით შეიმკონ; არა შარვლით ან კაბით, არამედ კდემამოსილებითო. შარვალი გაცვია თუ კაბა, კდემამოსილებით უნდა იყო, რომ შენმა ეროტიკულმა ჩაცმულობამ არ შეაწუხოს არავინ. ამიტომ ეკლესიის კარზე უნდა ეწეროს: „კდემამოსილებით ჩაიცვით“. შემდგომ: „ვიქონიოთ კრძალვა, გვეშინოდეს ჩვენი თავის და მოყვასის ვნებისა“. როცა შენ კადნიერი ხარ, ჯერ საკუთარ თავს აზიანებ და შემდეგ უკვე მოყვასს.“- აცხადებს მამა გიორგი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: