მთავარი ურთიერთობები 4 შეცდომა, რომელსაც ქალთან ურთიერთობაში ყველა კაცი უშვებს

4 შეცდომა, რომელსაც ქალთან ურთიერთობაში ყველა კაცი უშვებს

by guramus

კაცების აზრით, ქალები იდეალურ პარტნიორს ეძებენ. სინამდვილეში ქალს სულ მცირედიც აკმაყოფილებს. მისთვის მთავარია კაცმა ყურადღება, სითბო, პატივისცემა და მზრუნველობა გამოიჩინოს. სტატიაში გთავაზობთ 4 შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვათ ქალებთან ურთიერთობაში და თქვენი კავშირი მტკიცე იქნება სამარადჟამოდ.

1. ავიწყდებათ მნიშვნელოვანი თარიღები

ქალს არასოდეს დაავიწყდება პირველი პაემანი, თქვენი დაბადების დღე, პირველად როცა უთხარით “მიყვარხარ”. თქვენ კი მის დაბადების დღესაც ვერ იმახსოვრებთ. ეს ყველაფერი შეიძლება სეროზული უთანხმოების მიზეზი გახდეს.

2. ავიწყდებათ კომპლიმენტების თქმა

ქალს მამაკაცის აზრი ძალიან აინტერესებს. კაცებს კი ავიწყდებათ შეაქონ ქალბატონები. სულაც არ არის აუცილებელი ახალ კაბაში იყოს გამოწყობილი, რომ კომპლიმენტი უთხრათ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოძებნოთ რაიმე სასიამოვნო დეტალი და აღნიშნოთ.

3. არ ასრულებენ პირობას

ხშირად კაცები ქალებს ჰპირდებიან და შემდეგ ავიწყდებათ შესრულება. გაიხსენეთ რამდენჯერ დაპირდით სტუმრად წაყოლას, კინოში დაპატიჟებას, რომანტიულ ვახშამს, მაგრამ არცერთხელ არ შეასრულეთ პირობა.

4. ყურადღებით არ უსმენენ ქალებს

თუ ქალი თავისი პირადი ცხოვრების შესახებ გიყვებათ, იცოდეთ რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. თქვენ კი არც უსმენთ და საღამოს საყვარელი გუნდის მატჩზე ფიქრობთ. ამ დროს ქალი ძალიან ღიზიანდება.