მთავარი ურთიერთობები 10 ნიშანი იმისა, რომ დასაოჯახებლად მზად ხართ

10 ნიშანი იმისა, რომ დასაოჯახებლად მზად ხართ

by guramus

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, რომ საჭიროა ოჯახის შექმნა. ხშირად რთულია გავარკვიოთ როდის ვართ მზად ამისთვის. ამიტომ გთავაზობთ ნიშნებს, რის მიხედვითაც მიხვდებით, ხართ თუ არა მზად ქორწინებისთვის.

1. თუ ურთიერთობაში ხართ, მაგრამ თავს მაინც დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობთ.

ხშირად, გვყავს შეყვარებული, მაგრამ არა იმიტომ რომ ე.წ. პატრონი გვჭირდება. იმიტომ რომ გვსიამოვნებს მის გვერდით ყოფნა.

2. მასთან ერთად პაემანზე წასვლა სიამოვნებას განიჭებთ.

3. იცით რა გსურთ თქვენი პარტნიორისგან.

თუ ვიზუალზე ნაკლებს ფიქრობთ და მეტად შინაგან სამყაროს ანიჭებთ უპირატესობას, დროა ქორწინება.

4. გყავთ სამეგობრო წრე.

დაიმახსოვრეთ, რომ თუ მხოლოდ თქვენი საყვარელი მამაკაცია თქვენი მეგობარი, ურთიერთობა ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ამიტომ აუცილებელია გყავდეთ მეგობრები, რომლებთანაც გექნებათ მუდმივი კონტაქტი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებისთვის ძალიან პირადულის გამხელა არ იქნება კარგი.

5. გააზრებული გაქვთ, რომ დედამიწა თქვენს გარშემო არ ბრუნავს.

სიყვარული მხოლოდ სექსი, რომანტიკა და დროსტარება არ არის. ურთიერთობაში მოგიწევთ გაითავისოთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია ორი მხრიდან უნდა შეაფასოთ.

6. როცა მომავალზე ფიქრობთ, ხედავთ რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მისი ნაწილია.

7. ღიად და უხერხულობის გარეშე ლაპარაკობთ ერთმანეთთან ფულზე.

ფინანსებზე საუბარი აუცილებელია წყვილისთვის. ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ერთმანეთს თვალდახუჭული ენდობით.

8. დაოჯახებაზე ხშირად საუბრობთ.

9. იზიარებს თქვენს ემოციებს.

10. იცის რომ იდეალური არ ხართ!

თუ მას ნანახი ჰყავხათ ყოვლად მოუწესრიგებელი ან ავადმყოფი და ჯერ კიდევ თქვენთან არის, აშკარაა, რომ უყვარხართ და გიღებთ თქვენი ნაკლოვანებებით.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: