მთავარი ურთიერთობები 4 შეცდომა, რომელსაც ქალის გაცნობის დროს ყველა კაცი უშვებს

4 შეცდომა, რომელსაც ქალის გაცნობის დროს ყველა კაცი უშვებს

by guramus

თუ გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არ მეხერხება ადამიანებთან ურთიერთობა, რატომ არ მოვწონვარ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს? ადამიანები სილამაზე თავისებურად აღიქვამენ, გემოვნება ინდივიდუალურია.  გადახედეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ 4 შეცდომას რომელსაც კაცები ყველაზე ხშირად უშვებენ ქალის გაცნობისას და ქალსაც ურთიერთობის გაგრძელების ურთიერთობის გაგრძელების სურვილს უქრობენ.


1. საუბრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე

გასაგებია, რომ ქალს საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით გინდათ დაანახვოთ, მაგრამ არ გადაამლაშოთ. თქვენ ალბათ ერთი სული გაქვთ უამბოთ, რომ გასულ თვეს პრემიით დაგაჯილდოვეს, როგორც საუკეთესო თანამშრომელი. შესაძლოა, გსურთ გააგებინოთ, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესით ცხოვრობთ, არ ეწევით და არ სვამთ. გახსოვდეთ, საჭირო არ არის ქალს საკუთარ თავზე ერთბაშად მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოთ. იყავით ცოტა იდუმალი. დაუსვით შეკითხვები გოგონას და აგრძნობინეთ რომ თქვენთვის საინტერესოა.

2. ეხებით მას

შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ წინ მდგარი ქალი სწორედაც შეხებისთვისაა შექმნილი, მაგრამ ხელებს თავისუფლად მოძრაობის საშუალება არ უნდა მისცეთ. თუ ქალს კარგად არ იცნობთ და მისი შეხებისკენ მიისწრაფით, დიდ შეცდომას უშვებთ. პირველ რიგში, ამ ჟესტით აგრძნობინებთ რომ პატივს არ სცემთ.

3. გადამეტებულ ყურადღებას აქცევთ მის მეგობარს

დაინახეთ, თქვენი ოცნების ქალი და ძლივს მოიკრიბეთ გამბედაობა რომ მიახლოვებოდით… ის თქვენ წინაშე დგას და ბრწყინავს. როგორ უნდა დაელაპარაკოთ? თითქოს ბედმა გაგიღიმა, მას გვერდით მეგობარი მოჰყვება. ნაცვლად იმისა რომ ოცნების ქალს გაესაუბროთ, მის მეგობართან აბამთ დიალოგს. ამ დროს გოგონებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ის მოგწონთ, ვისაც პირველად გამოელაპარაკეთ.

4. სვამთ გამბედაობის მოსაკრებად

დალევისას ყველას ეჩვენება, რომ იცის როდის უნდა გაჩერდეს, სინამდვილეში მამაკაცების დიდი ნაწილი ისე თვრება ფეხზე ძლივს დგას. დამიჯერეთ, თუ ქალი ასეთ მდგომარეობაში დაგინახავთ, იფიქრებს, რომ ლოთი ხართ და გაგერიდებათ

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: