მთავარი ურთიერთობები იდეალური კოცნის 11 საიდუმლო – პრაქტიკული რჩევები, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

იდეალური კოცნის 11 საიდუმლო – პრაქტიკული რჩევები, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

by guramus

თუ ფიქრობთ რომ იდეალური კოცნა შეგიძლიათ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, გირჩევთ წაიკითხოთ ჩვენი სტატია, სადაც 11 საიდუმლოს გაგიმხელთ და დაგაფიქრებთ, იქნებ ისეთი ძლიერი ვერ ხართ, როგორც გგონიათ.

 1. არ ალოკოთ პარტნიორის ტუჩები. თქვენი შეხება ჩიტების კოცნას უნდა ჰგავდეს და არა – კატის ან ძაღლის ლოკვას.

 2. დილით კოცნის მოყვარულებს საწოლთან კბილის ჯაგრისი და პასტა უნდა გედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოუნდება არავის თქვენი კოცნა.

 3. აკონტროლეთ სუნთქვა. თუ შეატყობთ, რომ პარტნიორს ლოყები ებერება, მთლად რიგზე არ ყოფილა ყველაფერი.

 4. ნუ ეცდებით ენით მის გლანდებს მოესიყვარულოთ.

 5. ანგინის დროს ნუ აკოცებთ საყვარელ ადამიანს, თორემ მასაც გადასდებთ ინფექციას.

6. დახუჭეთ თვალები კოცნისას. ასე უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ.

7. პირველ პაემანზე საკოცნელად არ გადაიწიოთ.

 8. კოცნისას რბილად უკბინეთ პარტნიორს ტუჩზე. მთლად სისხლებს ნუ ადენთ.

 9. ნუ შეეკითხებით სურს თუ არა კოცნა. თუ თქვენ გინდათ, გადაიხარეთ და აკოცეთ.

 10. ენით ნუ დაუთვლით კბილებს. არ არის აუცილებელი ყველა კბილს სათითაოდ მიესალმოთ.

 11. ნუ შეეცდებით მის გადაყლაპვას. არ დააღოთ პირი ვეშაპივით.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: