მთავარი გასართობი 8 განსხვავება ჭკვიანსა და სულელ ქალს შორის

8 განსხვავება ჭკვიანსა და სულელ ქალს შორის

by guramus

ბევრი გამოკითხვით დასტურდება რომ მამაკაცები ჭკვიან ქალებს ერიდებიან და სულელებთან სურთ ურთიერთობის გაბმა. მაინც რაშია სულელი ქალის ხიბლი?

სულელი ქალები თავისუფლები არიან. ბუნებრივად იქცევიან საზოგადოებაში და არანაირი კომპლექსი არ აწუხებთ, გარეგნობას მეტ ყურადღებას აქცევენ. ჭკვიანი ქალები კი ცდილობენ საკუთარი ჭკუით დაიმკვიდრონ ადგილი ხალხში და არ ფიქრობენ გარეგნობაზე.

სულელი ქალი მარტივად გამოდის ნებისმიერი სიტუაციიდან. იგი პრიმიტიულად აფასებს სიტუაციას და ადვილად პოულობს გამოსავალს. ჭკვიანი კი ასჯერ აწონ-დაწონის და ხშირად, უარეს გაუგებრობებში ეხვევა.

სულელი იღბლიანია, რადგან წარმატებული ქორწინება აქვს. იგი ყველაფერს ითმენს, განსხვავებით ჭკვიანისგან, რომელიც მუდამ ქმრის პატივისცემას და ყურადღებას მოელის.

სულელს ყველა კითხვაზე მზად აქვს პასუხი, მას არ ღრღნის ეჭვები და მუდამ დარწმუნებულია თავის განუმეორებლობაში. ჭკვიანს კი ხშირ შემთხვევაში, თავდაჯერებულობა აკლია და საკუთარ შესაძლებლობებშიც ეჭვი ეპარება.

პრობლემების დროს, სულელი ტირის, ცრემლებად იღვრება და ამ დროს გარშემომყოფები ცდილობენ დააწყნარონ. ყველა მის გვერდში დგას. ჭკვიანი კი არავის ეკითხება რჩევას და არავის დახმარებას იღებს, უნდა რომ თავად მოაგვაროს პრობლემა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: