რატომ მოსწონთ კაცებს ე.წ. ,,სწერვა” ქალები?

by guramus

ბევრი ქალი ფიქრობს დღესდღებით, რომ საკუთარი თავი “სწერვაა” გამოძერწონ, რათა ბედნიერნი იყვნენ. მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. ქალური ბედნიერებისთვის მამაკაცის ყურადღება განუყოფელი ნაწილია. კაცების უმრავლესობა კეთილ და ნაზ ქალებს ეძებს. მაგრამ ენამწარე ლამაზმანების მიმართ გულგრილი არავინ რჩება.

უცნაურია, მაგრამ მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალები ყურადღებას არ აქცევენ, აწვალებენ, სათამაშოებივით ექცევიან და ხანდახან შეურაცხყოფასაც კი აყენებენ. „სწრევები” ცინიკოსები არიან და საპირისპირო სქესის სარგებელს ელიან. აღსანიშნავია, რომ კაცები აცნობიერებენ ამას და შეგნებულად ხარჯავენ ფულს, დროსა და ენერგიას. ეს ერთგვარი თამაშია,რომლისგანაც ორივე მხარე სიამოვნებას იღებს.

ფსიქოლოგები ამ ფაქტს მამაკაცის მონადირე ბუნებით ხსნიან. კაცს სურს ქალი დაიმონოს, ხელში ჩაიგდოს, მასზე გაიმარჯვოს. ამით თვითშეფასებას იმაღლებს და უფრო თავდაჯერებული ხდება. გადავხედოთ ისტორიას. ადამიანი გაჩენის დღიდან მოიპოვებს საკვებს, იბრძვის ტერიტორიისთვის, სამოსისთვის, სტატუსისთვის, საქონლისთვის და ა.შ.

მაგალითად, რაც უფრო მაღალ მთაზე იზრდებოდა მცენარე, მით უფრო დიდი სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. რაც უფრო რთულად დასამორჩილებელი იყო ცხენი, მით უფრო დიდ პატივს სცემდნენ მხედარს. რაც უფრო გავლენიან ქვეყანას დაეპატრონებოდა დამპყრობელი, მით უფრო ძლევამოსილ მტრად ითვლებოდა. „სწერვა” ქალების შემთხვევაშიც ასე ხდება. მიუღწეველია, მისი მოპოვება რთულია და კაცის რეპუტაციაზე დადებითად აისახება.

მართალია „სწერვებს” თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავთ, მაგრამ კაცები ამ ქალებთან დიდხანს არ რჩებიან. ცხოვრების მეგზურად ისეთ ადამიანს ირჩევენ, რომელსაც კომპრომისზე წასვლა შეუძლია და თამაშის ნაცვლად სტაბილურ ურთიერთობას სთავაზობს კაცს.

0

ასევე დაგაინტერესებთ