მთავარი ურთიერთობები 12 ნიშანი ნდობის ნაკლებობისა, რაც თქვენს ურთიერთობას დანგრევას უქადის

12 ნიშანი ნდობის ნაკლებობისა, რაც თქვენს ურთიერთობას დანგრევას უქადის

by guramus

ნებისმიერი ურთიერთობა, იქნება ეს საზოგადოებრივი, რომანტიული თუ ბიზნესი, ვერ იარსებებს ნდობის გარეშე. სწორედ ნდობის არარარსებობაა საწინდარი ურთიერთობის დასასრულისა.

აქ არის 12 ნიშანი იმისა, რომ თქვენ კარგავთ ნდობას საყვარელი ადამიანის მიმართ.

1.თქვენ ამოწმებთ მის მობილურს როცა აღარ ენდობით საყვარელ ადამიანს, პირველი რაც თავში აზრად მოგდით მისი მობილურის შემოწმებაა. ამოწმებთ თითოეულ სოციალურ ქსელს, სადაც დარეგისტრირებულია, კითხულობთ შეტყობინებებს და ცდილობთ იპოვოთ მტკიცებულება იმისა, რომ მართალი ხართ.

2.თქვენ სცდით მას სწორი დრო მისი გამოცდისთვის იყო მანამ სანამ ურთიერთობას დაიწყებდით და არა ახლა როცა უკვე ურთიერთობაში ხართ.

3.თქვენ არ აძლევთ მას პირადულ სივრცეს ყველას სჭირდება პირადი სივრცე, სულ ერთია ხართ ურთიერთობაში თუ არა. თქვენს პარტნიორს სურს გაერთოს თავის მეგობრებთან ერთად, მაგრამ თქვენ არ აძლევთ ამის საშუალებას, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ადევნებთ მას თვალს.

4.თქვენ ზედმეტად მიჯაჭვული ხდებით ნუ გააღიზიანებთ ჯანსაღ ურთიერთობას რაღაც არარეალური მოლოდინებით, ეს მომთხოვნ, მიჯაჭვულ პარტნიორად გაქცევთ, ნდობას კი თქვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვნად დააქვეითებს.

5.თქვენ თვალს ადევნებთ მის სოციალურ ქსელებს გამუდმებით ამოწმებთ ყველა აქტივობას მის ფეისბუქ გვერდზე, თითოეულ თვითს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეჩხუბებით თუ რატომ მოიწონა ესა თუ ის სტატუსი ან ფოტო.

6.თქვენ იწყებთ ეგოისტურად მოქცევას თუ რაღაც ეჭვები გაქვთ, იმის მაგივრად რომ მისი აღმოფხვრა სცადოთ, თქვენ ადანაშაულებთ პარტნიორს.

7.თქვენ ეუბნებით პარტნიორს პატარ-პატარა ტყუილებს მაშინაც კი, როცა დროს მეგობრებთან ატარებთ, ეუბნებით, რომ სამსახურში ან სახლში ხართ. გასაგებია, რომ არ გინდათ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალი იცოდეს, მაგრამ მისი მოტყუება არ არის სწორი საქციელი.

8.თქვენ ამოწმებთ პარტნიორის ყოფილებს იქექებით მათ ცხოვრებაში და იგებთ ისეთ რაღაცეებს, რისი ცოდნაც სულაც არ იყო თქვენთვის აუცილებელი.

9.ყოველთვის უარესის მოლოდინი გაქვთ თუ სამსახურიდან გვიან მოვიდა, მაშინვე ასკვნით რომ გღალატობთ, ან თუ თქვენს ზარს არ უპასუხა, აბრალებთ რომ თქვენს გარეშე ერთობა სადმე.

10.ყოველთვის მათი წინა ურთიერთობები მოგყავთ არგუმენტად გამუდმებით ახსენებთ თქვენს პარტნიორს მათ წარსულ ურთიერთობებს, მაშინ როცა ეს არ არის სწორი, გინდათ ნახოთ რა გამომეტყველება აქვთ მათი ყოფილის სახელის ხსენებაზე. ისევ ფიქრობს თუ არა მასზე.

11.ეჭვიანობთ, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ელაპარაკება ზოგჯერ უმიზეზოდ გძულთ ისინი, მაშინ როცა თქვენი პარტნიორი სულაც არაა მისით დაინტერესებული და ისინი მხოლოდ მეგობრები არიან.

12.გამუდმებით ადანაშაულებთ რომ იტყუება. ასე იმიტომ იქცევით, რომ არ ენდობით და ეჭვები გღრღნით.

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: