მთავარი ურთიერთობები ბედნიერი ადამიანის 7 დამახასიათებელი თვისება

ბედნიერი ადამიანის 7 დამახასიათებელი თვისება

by guramus

ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი კარგად. უბრალოდ ისინი ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობენ ყველაფერი კარგი დაინახონ. გთავაზობთ 10 თვისებას, რომელიც ყველა ბედნიერ ადამიანს ახასიათებს და გირჩევთ თქვენც გაითვალისწინოთ.

 1. ღიმილი

ბედნიერი ადამიანები იღიმიან ძალიან ხშირად. მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ ვინც იცინის, მისი სახის კუნთებიდან წამოსული იმპულსების მეშვეობით თავის ტვინი უკეთ იწყებს მუშაობას. ეს ყველაფერი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

დადგენილია, რომ გულის დაავადებები მოწყენილ ხალხს უფრო ხშირად ემართებათ.

 2. მზრუნველობა

იზრუნეთ საყვარელ ხალხზე. დაუთმეთ თავისუფალი დრო შვილებს, მშობლებს, მეორე ნახევრებს. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და გვერდში დაგიდგებათ. ისინი ზრუნავენ თქვენზე და თქვენც იგივეთი უნდა უპასუხოთ.

 3. კომფორტი

ურთიერთობა იქონიეთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ. გირჩევთ, მალევე დაასრულოთ ურთიერთობები, რომლებიც თქვენ ენერგიას და ნერვებს ანადგურებს. მოიცილეთ ყველა ადამიანი, ვისაც თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ.

 4. მიზანი

აუცილებელია გქონდეთ ათვლის და დასრულების წერტილი. დაფიქრდით რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში. რა სიტუაციაში ისურვებდით ყოფნას 40-50 წლის შემდეგ და ყველაფერი გააკეთეთ სურვილის შესასრულებლად.

 5. მადლიერება

იყავით მადლიერი მცირედისთვისაც კი. გახსოვდეთ არავინ არის თქვენს წინაშე ვალდებული და თუ ვინმე სიკეთეს გიკეთებთ, ეს მისი კეთილი ნების გამოხატულებაა და არა მოვალეობა. თუ შეძლებთ, რომ დააფასოთ მცირედი, მომავალში მიიღებთ უფრო მეტ სიკეთეს.

 6. შექება

შეაქეთ ადამიანები. თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს რაღაც კარგად გამოუვიდა, უთხარით კომპლიმენტი, წაახალისეთ. ის ხომ დიდი ხანი ცდილობდა ამის მიღწევას. ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ და როცა თქვენ აღმოჩნდებით მის ადგილას, გვერდით გეყოლებათ ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ.

 7. კითხვა

გახსოვდეთ, კაცობრიობის მთელი ცოდნა წიგნებშია დამალული. წარმოიდგინეთ რამხელა ძალას შეიძენთ, თუ დაიწყებთ ამ ცოდნის დაუფლებას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: