მთავარი საკითხავი კარლ იუნგის 20 ციტატა,რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში

კარლ იუნგის 20 ციტატა,რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში

by guramus

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წწ.) იყო სიღრმისეული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულების, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, რომელმაც ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის, არქეტიპებისა და კოლექტიური არაცნობიერის ცნებები. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და მრავალ სხვა დარგზე.

Genius.Ge-მ შეარჩია კარლ იუნგის 20 გენიალური ციტატა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში:

  1. ის ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ სხვებში, შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი თავის შეცნობაში.
  2. თუ თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც მიიღეთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც გასცეთ.
  3. არ შეაკავო ადამიანი, რომელიც შენგან მიდის. სხვანაირად შენთან ვერ მოვა ის, ვინც ცდილობს მოვიდეს.
  4. ორი ადამიანის შეხვედრა ჰგავს ორი ქიმიური ნივთიერების შეერთებას: თუ არის რაიმე პატარა რეაქცია მაინც, იცვლება ორივე ელემენტი.
  5. ყველაზე მძიმე ტვირთი, რაც შეიძლება ბავშვს დააწვეს, არის მშობლების შეუმდგარი ცხოვრება.
  6. მანახეთ ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი და მე მას მოვარჩენ.
  7. ჩვენ მივიწევთ წარსულისკენ, მშობლბთან, და მომავლისკენ, შვილებთან, მომავლისკენ, რომელსაც ვერასდროს ვნახავთ, მაგრამ გვინდა მასზე ვიზრუნოთ.
  8. ის რაც არ მოგვწონს სხვებში, გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი.
  9. შენი ხილვა გახდება ცხადი, თუ შეძლებ საკუთარ გულში ჩახედვას. ვინც იყურება გარედან, ის ხედავს მხოლოდ სიზმრებს, ხოლო ვინც იყურება საკუთარ თავში, ის იღვიძებს.
  10. მარტოობა გამოწვეულია არა გარშემო ადამიანების არყოფნით, არამდედ უუნარობით, ილაპარაკო ხალხთან იმაზე, რასაც მიიჩნევ არსებითად. ასევე, გამოწვეულია შენი აზრების სხვისთვის მიუღებლობით.
  11. ის, რასაც ეწინააღმდეგები, მაინც რჩება.
  12. თქვენი მხედველობა მაშინ იქნება ნათელი, როცა შეძლებთ საკუთარ სულში ჩახედვას.
  13. მე არ ვარ ის, რაც დამემართა, მე ის ვარ, რაც მინდოდა გავმხდარიყავი.
  14. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბოლომდე ვაკონტროლებთ საკუთარ თავს. თუმცა, მეგობარმა შეიძლება მოგვიყვეს ჩვენს თავზე ისეთი რამ, რაზეც აქამდე წარმოდგენა არც გვქონია.
  15. “მაგიური”- უბრალოდ შემცვლელი სიტყვისა – ფსიქიკური.
  16. ჩვენი პიროვნებები წარმოადგენს გარშემო მყოფი სამყაროს ნაწილის, მათი იდუმალება ასევე უსასრულოა.
  17. დეპრესია გავს ქალს შავებში. თუ ის მოვიდა, არ გააგდო, შემოიპატიჟე როგორც სტუმარი და ელაპარაკე მას იმაზე, რისი თქმაც სურს.
  18. ხდება ხოლმე, რომ ხელები უმკლავდება ამოცანას, რომელსაც გონება ვერ წვდება.
  19. სიზმრები – კარგად დამალული პატარა კარია, რომელსაც მიყავხარ იმ პირველქმნილ კოსმიურ ღამეში, რომელშიც იმყოფებოდა სული ცნობიერების გაჩენამდე.
  20. მან, ვინც არ განიწმინდა თავისი ვნებებისგან, ვერ დაამარცხა ისინი ბოლომდე.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: