მთავარი საკითხავი დაუვიწყარი ფრაზები ჩვენი საყვარელი ფილმებიდან

დაუვიწყარი ფრაზები ჩვენი საყვარელი ფილმებიდან

by guramus

სტატიაში იხილავთ ფრაზებსა და  ამონარიდებს ჩვენი, ყველასათვის საყვარელი ფილმებიდან.

 

  ‘კაკუნი სამოთხის კარზე’ / Knockin’ on Heaven’s Door (1997)

 

“- არ გეშინია?
– რის?
– სიკვდილის.
– ცოტა… ადრე მეშინოდა ძალიან.
– როდის?
– როცა ბედნიერი ვიყავი.
– როდის იყავი ბედნიერი?
– როცა სიკვდილის მეშინოდა.
– რატომ გეშინოდა სიკვდილის?
– იმიტომ რომ ბედნიერი ვიყავი.
– და… რას გრძნობ როცა ბედნიერი ხარ?
– ძალიან გეშინია… სიკვდილის.”

 

 ‘მკითხველი’ / The Reader (2008)

 

 

“მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაგხადოს სრულყოფილი.”

 

 

 

                                               

 

‘სიახლოვე’ Closer (2004)

 

“-ანამ მითხრა, რომ თქვენმა მეგობარმა წიგნი დაწერა, საინტერესო გამოვიდა?
-ძალიან
-წიგნი თქვენს შესახებაა, არა?
-ჩემი ცხოვრებაა აღწერილი,მაგრამ ბოლომდე არა.
-რა გამოტოვა?
-სიმართლე. ”  

 

 

 ‘შემიყვარე, თუ გაბედავ’ / Love Me If You Dare (2003)

 

 

“- წამოდი, გავისეირნოთ, მერე რაიმე ვჭამოთ. უარი არ მითხრა.
– მე მეგობარი ბიჭი მყავს და შენთან ერთად სადილობას არ ვაპირებ.
– შენი შეყვარებულიც რომ დავპატიჟო, მაშინ გაბედავ?”

 

 

 

                                                                                                       

‘ორმოცდაათი ელფერით მუქი’ / Fifty Shades Darker (2017)

 

 

“დაბრუნდი, ანასთეიშა. დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. მე ვერ დაგაფასე სათანადოდ მაშინ, როდესაც ახლოს იყავი. ახლა კი, როდესაც აღარ ხარ, მე გხედავ შენ ყველგან.”

 

 

 

 

‘მოღალატე’ / Unfaithful (2002 film)

 

“- ჩემმა ცოლმა თქვენთან მიღალატა…
– ეს თქვენი შეცდომაა, რაღაც სწორად ვერ გააკეთეთ.”

 

 

 

 

 

‘მატჩ პოინტი’/  Match Point (2005)

 

 

“-ოდესმე ვინმეს უთქვამს, რომ ძალიან აგრესიულად თამაშობ?
– შენთვის უთქვათ, რომ ძალიან მიმზიდველი ტუჩები გაქვს?”

 

 

 

 

‘წინადადება’ / The Proposal (2009)

 

“- იცი რაზე მაქვს ალერგია?

– კი, მიწისთხილსა და ყველა ადამიანურ გრძნობაზე.”

 

 

 

 

‘მე შენამდე’ / Me Before You (2016)

“შენ სამუდამო ანაბეჭდი დატოვე ჩემს გულში პირველივე დღიდან, როცა ჩემთან მოხვედი შენი სასაცილო ტანსაცმლით, უადგილო ხუმრობებითა და გულწრფელობით. იმით, რომ არასოდეს შეგეძლო დაგემალა, რას გრძნობდი. შენ უფრო მეტად შეცვალე ჩემი ცხოვრება, ვიდრე ეს ფული შეცვლის შენსას. იმდენი არ არის, რომ მთელი ცხოვრება გეყოს, მაგრამ ახალი ცხოვრების წამოწყებისთვის, ვფიქრობ, რომ გეყოფა.
ჩემზე ძალიან ხშირად ნუ იფიქრებ. არ მინდა, წარმოვიდგინო, რომ ხშირად სევდიანი და თვალცრემლიანი იქნები.
იცხოვრე.
უბრალოდ, კარგად იცხოვრე.
სიყვარულით, უილი”

 

‘მე დასაწყისი’ / I Origins (2014)

 

 

“მინდა გიამბოთ თვალებზე, რომლებმაც შეცვალეს ჩემი სამყარო.”

 

 

 

‘შეშლილთა კუნძული’ / Shutter Island (2010)

 

 

“მე ვიცი, რომ ნებისმიერ ურთიერთბაში ერთს მეორე მეტად უყვარს.”

 

 

 

‘უბის წიგნაკი’ / The Notebook (2004) 

 

“ძვირფასო ელი,
დღეს მე ვერ შევძელი დაძინება, რადგან გავიგე რომ, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. ტკივილი გაქრა, რადგან ვიცი, რომ ეს იყო ნამდვილი და რეალური, და თუ ერთ დღეს შორეულ მომავალში, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მე გაგიღიმებ და გავიხსენებ, თუ როგორ გავატარეთ ერთად ჩვენი ერთადერთი ზაფხული და როგორ ვასწავლიდით ერთმანეთს სიყვარულს.”

 

‘გასულ ღამეს’ / Last Night (2010)

 

 

 

” .. და იმ ღამეების დროს, როდესაც ძილს ვერ ვახერხებ, მონაწერებზე პასუხებს გიბრუნებ.”

 

 

 

 

 

‘შეპყრობილი’ / Wicker Park (2004)

 

 

“სიყვარული უმრავ სისულელეს გვაკეთებინებს. იმ სისულელეებს, რომლის ჩადენასაც სხვა დროს უბრალოდ ვერ გავბედავდით.”

 

 

 

 

‘გამოსყიდვა’ / Atonement (2007)

 

 

“მე დავბრუნდები, მოგძებნი, გიპოვი, ცოლად მოგიყვან და ჩვენ სირცხვილის გარეშე ვიცხოვრებთ.”

 

 

 

 

 

 

‘მისტერ და მისის სმიტები’ / mr. & mrs. smith (2005)

 

 

“- ეკვე მეორედ სცადე ჩემო მოკვლა.
– კარგი რა, ერთი პატარა ბომბი რა სალაპარაკოა.
– ახლა სახლში მივდივარ, ყველაფერს დავწვავ რაც გიყიდე.
– მე მიგასწრებ, საყვარელო.”

 

 

 

‘დევიდ გეილის ცხოვრება’ / The Life of David Gale (2003)

“მთელი სიცოცხლე სიკვდილის არიდებას ვცდილობთ: ვიგონებთ, გვიყვარს, ვლოცულობთ, ვიბრძვით და ვკლავთ. სინამდვილეში კი რა ვიცით სიკვდილის შესახებ? მხოლოდ ის, რომ იქიდან არავინ ბრუნდება, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გონება სურვილებსა და ვნებებს გვიკლავს, ჩვევები ოცნებებში გადადის და ყველაფერს ვკარგავთ. იქნებ სიკვდილი საჩუქარია? დაფიქრდით, იქნებ ასეა?”

 

‘პატარა მის ბედნიერება’ / Little Miss Sunshine (2006)

“- რატომ გინდოდა თავის მოკვლა?
– იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან უბედური ვიყავი.
– რატომ იყავი უბედური?
– იმიტომ რომ თავდავიწყებით შემიყვარდა ერთი ადამიანი.”