მთავარი გასართობი 10 საყვარელი ფილმი, რომელიც გულს ეამება

10 საყვარელი ფილმი, რომელიც გულს ეამება

by guramus

ავარჩიეთ 10 ფილმი, რომელიც ქართველებს ძალიან მოსწონს. თუ კი რომელიმე ნანახი არ გაქვთ, ესეიგი წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ.

აი, 10 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

1.მონანიება

პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი.

2.უბის წიგნაკი

სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს.

3.ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი

შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომანტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი სიყვარულია.

 

4.ერთი დღე

რომანტიკული კომედია დექსტერისა და ემას ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პირველად 1998 წელს შეხვდნენ ბანკეტზე. ფილმი მოგვითხოვს იმაზე თუ რას აკეთებენ ყოველ წელს 15 ივლისს.

5.ლამაზმანი

ამ სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი საქმოსანი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?

 

6.შავი გედი

ნინა ნიუ-იორკის საბალეტო დასში ბალერინაა. ის ყველა მისი პროფესიის ადამიანის მსგავსად თავიდან ფეხებამდე ცეკვით არის შეპყრობილი. იგი დედამისთან ერიკასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ბალერინა იყო და თავადაც შეპყრობილია თავისი პროფესიით, ამიტომ შვილს მკაცრი წესების დაცვით ზრდის. რეჟისორი ტომას ლეროი გადაწყვიტავს ახალი სეზონისთვის პრიმა ბალერინა ბეტ მაკინტაირი ნინათი შეცვალოს. მაგრამ ნინას ამ როლზე კონკურენტი ჰყავს, ახალმოსული ლილი რომელიც ლეროის ასევე ძალიან ხიბლავს. გედების ტბას კი ისეთი მოცეკვავე სჭირდება, რომელიც ორივე – შავი და თეთრი გედის პარტიის შესრულებას კარგად შეძლებს.

7.შეცვლა

ქრისტინ ქოლინზი გახარებულია, რადგან მისი გატაცებული შვილი სახლში დააბრუნეს. როცა ქრისტინი ეჭვს აიღებს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის, პოლიციის კაპიტანი გადაწყვეტს ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს.

8.ჯეინ ეარი

შარლოტა ბრონტეს რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაცია განხორციელებულია იტალიელი რეჟისორის ფრანკო ზეფირელის მიერ, რომელსაც მანამდეც არაერთხელ გადაუტანია დიდ ეკრანზე ცნობილი მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოები.

9.სიყვარული და ცრურწმენა

მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. ხუთი დის გაწონასწორებული ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი – მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.

10.მე დასაწყისი

ისტორიის ცენტრშია მოლეკულური მედიცინის ბიოლოგი და მისი ასისტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება.

 
D.T.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: