მთავარი საკითხავი მიხეილ ჯავახიშვილის გენიალური ციტატები

მიხეილ ჯავახიშვილის გენიალური ციტატები

by guramus

მიხეილ ჯავახიშვილის გენიალური ციტატები

1. რა ძვირფასია შენთვის ის სახლი, სადაც შენი საყვარელი ადამიანი სუნთქავს..

2. “სილამაზის და უბრალოების მორიგება მეტად ძნელია,მაგრამ მშვენიერებაც სწორედა ამ ორი თილისმის შედუღებაშია”

3. ’’ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია, ღორი სამოთხეშიც ღორია’’.

4. ”ყველაფერი დაიკელით, ყველაფერზე უარი სთქვით. . . ოღონდ სიხარულს გაუფრთხილდით. . . ლაღი სული, წრფელი გული შეინახეთ.”

5. “ქართველი ხალხი, მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი”

6. “ყველაფერს აქვს სევდიანი დასასრული და იმედიანი დასაწყისი.”

7. რა ძვირფასია შენთვის ის სახლი, სადაც შენი საყვარელი ადამიანი სუნთქავს…

8. საკვირველია, როგორ ეჭიდება ადამიანი მკვდარ მეგობარს, ნათესავს, მახლობელს! რომ სიცოცხლეშიც ამდენივე ეზრუნათ მათთვის, ადამიანი უფრო მეტ ხანს იცოცხლებდა.

9. “რკინის დროებაში ვცხოვრობთ, ამიტომ ახლა ყველაზე ძნელი საშოვნელი გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა… მოკვდა!”

10. ზომიერება ბუნების უდიდესი საჩუქარია…

11. სათქმელი უნდა ითქვას და ყველამ უნდა გაისუფთავოს გული. თუ ვინმეს ნემსის ოდენა ხინჯი დარჩება, იგი ისევ გაიზრდების, გაავდების, გასკდების და ყველას მოსწამლავს.

12. “ყველას ვიღაც ჰყავს,ყველა ვიღაცისთვის რაღაც არის,მე კი მხოლოდ მე ვარ მარტოდმარტო, მივიწყებულ და პატარა კენჭივით დაკარგულ ქვეყნიურ ზღვაში”

13. “ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს ატირდება. ”

14. ადამიანი მხოლოდ იმას აფასებს, რასაც ჰკარგავს და რასაც ხელახლა ჰპოულობს.

15. მოუმინეთ, მაგრამ მხოლოდ თქვენს საკუთარ თავს დაუჯერეთ!

16. დალიეთ! დალიეთ მაგრამ ნუ გაილეშებით. გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით, იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით, შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ.

17. “ადამიანი ერთსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ, ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფიცებს ამას იქით აღარ წავიქცევიო.”

18. ნუ შეუშინდებით შეცდომას, ვინაიდან მარტო ბრმა მერწყული ვირი არ შეცდება ხოლმე, შეჩვეულ ბილიკს ერთი ნაბიჯით არ გადასცდება, ხოლო თვალხილული ადამიანი მუდამ ახალ გზას ეძებს და ამიტომაც ხშირად ცდება ხოლმე…

19. ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს…

20. ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს…

21. საოცარია, როგორ მალე პოულობენ ერთმანეთს ნათავადარნი, ნაგენერალევნი და ნაკაცარნი!

22. სულიერ მოდუნებას ისევ თავის მოკვლა სჯობია…

23 მუდმივად მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, თითქოს ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

24. „თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე“

25. “ზოგიერთის დუმილიც კი საქვეყნოდ ღაღადებს,ხოლო ზოგი შაბათიდან შაბათამდე ყბედობს და მაინც რიყის ლოდივით მუნჯია”.