მთავარი საკითხავი ხილული სასწაული! – ღმრთისმშობლის ხატი რომელიც მინაზე სასწაულებრივად გადავიდა

ხილული სასწაული! – ღმრთისმშობლის ხატი რომელიც მინაზე სასწაულებრივად გადავიდა

by guramus

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „კარის მცველი“, „პორტაიტისა“. იგი მდებარეობს ათონის მთაზე, საბერძნეთში, არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მრავალ დაფიქსირებულ სასწაულთა საფუძველზე ხატი აღიარებულია, როგორც „სასწაულთმოქმედი“. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება ოდიგიტრიას (ბერძნ. Όδηγήτρια – გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარები. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება. წმინდა ეკლესია, ათონელთა მიხედვით, სასწაულმოქმედი ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს, 12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ათონის მთიდან, 1989 წელს დაიწერა და საქართველოში ჩამობრძანდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი. იგი მოათავსეს სიონის საკათდრო ტაძარში. 1999 წლის დეკემბერში, ხატი პერანგში უნდა ჩაესვათ. როდესაც გახსნეს და მოაცილეს მინა დაფიქსირდა სასწაული, ხატი მინაზე გადავიდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სასწაული: ეკლესიაში დაკრძალვამდე 5 წუთით ადრე პატარა ბავშვმა თვალები გაახილა

“როგორც კი მამა გაბრიელის ხატიდან აღებული მირონი ვაცხე, ტკივილებმა გაუარა”

ღვთისმშობლის სასწაული

სასწაული კეფალონიაზე †

ხილული სასწაულები, ჩვენთან არს ღმერთი

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: