მთავარი რჩევები რატომ არის საუზმე აუცილებელი?

რატომ არის საუზმე აუცილებელი?

by guramus

თუ დიეტოლოგებს მოვუსმენთ, საუზმე ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის უცვლელი ელემენტია. არასწორია მოსაზრება, რომ თუ ნაკლებს შევჭამთ, ჩვენი სხეულის ფორმებზე დადებითად აისახება. ყველაზე მთავარი სწორად შედგენილი კვების რაციონი და ფეხით სიარულია.

არავინ დაობს, რომ ვარჯიში ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, თუმცა, დღის რეჟიმიდან გამომდინარე ხშირად ვერ ვახერხებთ. ასეთ დროს საჭიროა ათმაგად სწორად ვიკვებოთ, რადგან არ ვავნოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

რატომ არის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანი?

  • თუ ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებას დავუჯერებთ, ადამიანები, რომლებიც დილით ნაყრდებიან, დღის მანძილზე კარგი ხასიათით გამოირჩევიან, მარტივად თრგუნავენ სტრესს, არ იძაბებიან. ყველფერთან ერთად, ინარჩუნებენ ფორმას, არ იმატებენ სწრაფად და აღარ ჭირდებათ გაუთავებელი დიეტები.

რა უნდა მივირთვათ?

  • ბუტერბროდი ყველაზე სწრაფი და მარტივი ხერხია. თუმცა, რამდენადაც სწრაფად დაგანაყრებთ, იმდენად მალე იგრძნობთ შიმშილს, რადგან საუზმეში ძალიან ცოტა უჯრედისი და კალორიაა. უკეთესი იქნება თუ მარცვლეულს ან ფაფებს დაუთმობთ დილას.

თუ არ მაქვს მადა?

  • როგორც დაკვირვებამ ცხადყო, დილაობით საკვების არ მიღების სურვილი იმ ადამიანებს აქვთ, ვინც გასულ ღამეს  კარგად მოილხინა. თუ თქვენ დაძინებამდე 3-5 საათით ადრე არაფერს მიირთმევთ, დილით ნამდვილად იგრძნობთ შიმშილს.

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: