მთავარი საკითხავი ბერნანდ შოუ: “ყველა ქალი იყიდება…”

ბერნანდ შოუ: “ყველა ქალი იყიდება…”

by guramus

ირლანდიელი დრამატურგი, ბერნარდ შოუ ერთადერთი აღმოჩნდა ლიტერატურის დარგში, ვინც ნობელის და ოსკარის პრემია ერთდროულად მიიღო.

სწორედ მას უკავშირდება ის ცნობილი ისტორია, რომელიც ასე პოპულარულია:

ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა:– რომ  ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:
“–სერ, თქვენ  მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
–დიახ, ჩემო დედოფალო.
–მეც?–გაიოცა დედოფალმა.
–თქვენც…–უპასუხა შოუმ.
–როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
–10 000 ფუნტი სტერლინგი–ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.
–ნუთუ ასე იაფი?–გაიოცა დედოფალმა.
–აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით.” –გაეღიმა დრამატურგს.

 

აზრები

  • “არ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც დამშვიდობებისას “კარგად ბრძანდებოდეთს” 30–ზე ნაკლებ სიტყვაში ატევდეს.”
  • “უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან.”
  • “ქალები უცებ ხვდებიან ვისთან ვუღალატეთ. ჯერ გაფიქრებული არც გვაქვს და ისიც იციან თუ ვისთან ვუღალატეთ.”
  • “ქურდი ის არაა ვინც მოიპარა, ქურდი ის არის ვინც დაიჭირეს.”
  • “არავის არაფერი მოუყვეთ. აი მაშინ იქნება ყველაფერი კარგად.”
  • “თუ ჩემი მეზობელი ურტყამს თავის ცოლს ყოველდღიურად, მე კი – არასდროს, სტატისტიკურად გამოდის, რომ ჩვენ ვურტყამთ ცოლებს ორ დღეში ერთხელ.”
  • “ყველაზე მეტად ადამიანები ინტერესდებიან იმით, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ.”
  • “ლოდინმა დაგღალათ?! წარმოიდგინეთ როგორი აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდეთ.”
  • “იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.”
  • “გიყვარდეთ მამაკაცები. მათ თქვენი სიყვარული ძალიან სჭირდებათ. მაშინაც კი თუ ამაში არასდროს გამოტყდებიან. ყოველი დიდებული მამაკაცის უკან ყოველთვის არის ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა და გულწრფელად უყვარდა.”
  • “გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.”
  • “მარტოობის გადატანა და მისგან სიამოვნების მიღება ყველაზე დიდი ნიჭია.”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: