დიეტა აკრძალვების გარეშე – შეხვდით ზაფხულს იდეალურ ფორმაში!

loading...

საუზმე აუცილებელია

ძილის შემდეგ შაქრის დონე სისხლში მინიმალურია, ამიტომ სწორედ დილით, იმისთვის, რომ ტვინის აქტივობა და შრომისუნარიანობა გავზარდოთ, საჭიროა ნოყიერი საუზმე. ის, ვინც დილით ჭამაზე უარს ამბობს, კალორიების ნაკლებობას დღის მანძილზე ათმაგად ინაზღაურებს. აირჩიეთ საუზმედ ბურღულის კერძები, კვერცხი, ნიგოზი, ყველი, ქატოს პური, ხილი და კენკრა.

loading...

პირველი კერძი – წვნიანი

ეცადეთ ყოველ სადილში ჩართოთ  ბოსტნეულის წვნიანი ბულიონზე – ის სწრაფად მოგგვრით დანაყრების გრძნობას და ამასთან, ნაკლებკალორიულია. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ სუპ-კრემებთან: მათში შედის ნაღები, რაც საკმაოდ ცხიმიანი პროდუქტია. მეორე თავ კერძად კარგია ძროხის ან ფრინველის ხორცი ( ულუფის ზომა თქვენს შეკრულ მუშტს არ უნდა აღემატებოდეს), ხაჭო, ბოსტნეული, ხილი. მაგრამ, სადილად სამ თავ კერძზე მეტი არ უნდა გქონდეთ.

მეტი ბოსტნეული

ხორცის შემცირება და ვეგეტარიანული კერძების ხშირი მოხმარება საშუალებას მოგცემთ 3-5 თვის მანძილზე წონაში, სულ ცოტა, 20 პროცენტი დაიკლოთ. სასარგებლოა, აგერეთვე, რაციონის გამდიდრება ლობიოს, ოსპის, მუხუდოს, სოიოს კერძებით. ისინი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოცაა, რადგან მდიდარია უჯრედისით, რომელიც გვეხმარება ხანგრძლივად შევინარჩუნოთ დანაყრების გრძნობა და ამგვარად შევამციროთ მიღებული კალორიების ოდენობა.

თუმცა, გადაჭარბებული ჭამა, ბოსტნეულისაც არ ღირს – ნებისმიერი პროდუქტის დიდი დოზები კუჭის გადიდებას იწვევს, რასაც მადის გაძლიერება და მუდმივი ჭამის სურვილი მოსდევს.

ვახშამი ერთ ჭიქაში უნდა დაეტიოს

საღამოს ულუფის ზომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოცულობით ის იმდენი უნდა იყოს, რომ ერთ ჭიქაში დაეტიოს. რაც შეეხება პროდუქტებს, რომლისგანაც ვახშმის მომზადებას ვაპირებთ, ეს შეიძლება იყოს უცხიმო თევზი ან ხორცი (ინდაური, ქათამი ) ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები. თუ საჭმელს ისე ვერ მიირთმევთ, სოუსით უხვად თუ არ შეკაზმეთ, უპირატესობა ტომატის საწებელს მიანიჭეთ.

მწვანე  ჩაი  ცხიმს  წვავს

დღეში 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევა მშვენიერი ხერხია წონის შესამცირებლად. ეს სასმელი აჩქარებს კალორიების წვას და აჯერებს ორგანიზმს უამრავი სასარგებლო მიკროელემენტით. ერთადერთ , უნდა გაითვალისწინოთ, რომ   მწვანე ჩაი შაქრისა და რძის გარეშე მიირთვათ.

სპირტიანი სასმელები

აი, სპირტიანი სასმელები კი მიუღებელია, რადგან, ჯერ ერთი  თავისთავად ძალიან კალორიულია, მეორეც, თუნდაც  მსუბუქი თრობის მდგომარეობაში ადამიანები აღარ აკონტროლებენ მიღებული საკვების რაოდენობას, შედეგი კი წონაში მატებაა. სხვათა შორის, ერთი ჭიქა ღვინო 150 კკალორიაა, კოქტეილი კი შეიძლება 400-მდე აღწევდეს.

ყველაზე მთავარი რჩევა მათთვის, ვისაც დიეტის გარეშე სურს გახდომა:  მიირთვით ნელა,  აუჩქარებლად. ყოველი მორიგი ლუკმა პირთან დაახლოვებით 20 წამში ერთხელ მიიტანეთ და ძალიან კარგად დაღეჭეთ. ასეთ შემთხვევაში ტვინი დროულად მიიღებს სიგნალს იმის შესახებ, რომ  მეტი საჭმელი აღარ უნდა, მაგრამ, თუ თქვენ გადარბენაზე ხართ და სწრაფად ჭამთ, ან საერთოდ, ჩვევა გაქვთ ასეთი,  ორგანიზმი დანაყრების შესახებ სიგნალს დიდი დაგვიანებით აწვდის ტვინს, რის გამოც საჭიროებაზე მეტ საკვებს იღებთ.

დაბოლოს, მადის დაკლების ექსპრეს მეთოდს შემოგთავაზებთ:

როგორც კი სიმშილის გრძნობა გაგიჩნდებათ, ცერა და საჩვენებელი თითებით მაგრად მოუჭირეთ ყურის ბიბილოს, ყბასთან რაც შეიძლება ახლოს. ეს მარტივი ხერხი დაგეხმარებათ არა მარტო მადის გაკონტროლებაში, არამედ ტკბილისკენ მიდრეკილების ჩახშობაშიც! სცადეთ, მოიგებთ!

loading...
loading...


კომენტარები



ასევე დაგაინტერესებთ