BRAVEHEART, Catherine McCormack, Mel Gibson, 1995, TM and Copyright © 20th Century Fox Film Corp. All rights reserved..

10 კინოშედევრი, რომელიც მათი რეჟისორის ყველაზე ძლიერი ფილმია

ამ სიაში იქნებიან ფილმები , რომლებიც რეჟისორის საუკეთესო ქმნილებად იქცნენ. სხვადასხვა დროისა და ჟანრების მქონე ფილმების ნაკრები, რომლებიც გულგრილს არცერთს არ დაგტოვებთ.

 

აი, ჩვენი ათეული

1.ფრანსუა ტრიუფო – 400 დარტყმა

რეჟისორის პირველი ფილმია, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი საუკეთესო სურათია.

2.ჟან ლუკ გოდარი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

საუცხოო ფილმია, თუმცა ტრიუფოს სცენარია და მათი საერთო ძალის შედეგი. გოდარის საუკეთესო ფილმად მივიჩნევ.

3.მარტინ სკორსეზე – ტაქსის მძღოლი

სკორსეზეს კინოამბოხება, რომელიც ნათელს ჰფენს მთელ ამქვეყნიურ სიბუნძურეს.უდაოდ მისი საუკეთესო ქმნილებაა.

4.მელ გიბსონი – მამაცი გული

ცნობილ იფილმია, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.ხალხის დამოკიდებულებას ვითვალისწინებ ამ შემთხვევაში, ისე კი აპოკალიპტო მირჩევნია მე პირადად.

5.სტენლი კუბრიკი – 2001 წელი: კოსმიური ოდისეა

გენიალური ფილმია, რომელიც დროს გაუძლებს და ისტორიას დარჩება.უდაოდ რჩეულია კინოს ღმერთის ქმნილებებიდან.

6.ფრენკ დარაბონტი – გაქცევა შოუშენკიდან

ფილმი, რომელიც წლებია IMDB რეიტინგშია ლიდერი, უდაოდ საუკეთესო ქნილებაა.

7.სტივენ სპილბერგი – რიგითი რაიანის გადასარჩენად

ხარისხიანი ფილმია, რომელიც უდაოდ რჩეული ფილმია.

8. ფრენსის ფორდკოპოლა – აპოკალიფსი ახლა

კოპოლას საუკეთესო ნამუშევარია, რომლის შექმნას წლები შეალია.

9. დევიდ ლინჩი – მალჰოლენდ დრაივი

21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმად არის დასახელებული. კამათის გარეშე ლიდერია მის ფილმოგრაფიაში

10. ელდარი შენგელაია – ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

სიმბოლოებით სავსე ფილმი, რომელიც უდაოდ რეჟისორის საუკეთესო ქმნილებაა.

D.T.


მსგავსი სტატიები

კომენტარები