მთავარი გასართობი 7 რამ, რასაც ქართველი გოგო ვერ გაპატიებთ

7 რამ, რასაც ქართველი გოგო ვერ გაპატიებთ

by guramus

თანამედროვე ქართველი გოგო აბსოლუტურად იგივე სქესის და ბიოლოგიური აგებულების არის, როგორიც იტალიელი, ფრანგი, ან თუნდაც ნიგერიელი. თუმცა მათ შორის არსებობს მენატალური განსხვავება. ალბათ, უამრავი სტატია შეგხვედრიათ უცხოურ საიტებზე, სადაც წერია, “რას ვერ გაპატიებთ გოგო?” ამ სტატიაში კი შევეცდებით დაგანახოთ, რას ვერ გავაპიებთ ქართველი გოგო.

 1. სოც.ქსელის პაროლის დამალვა

ქართველი გოგო აუცილებლად მოგთხოვთ თქვენი სოც.ქსელის ანგარიშის პაროლს და თუ არ გაუმხელთ. გაიფიქრებს ” უეჭველი რაღაცას მალავს ” და თქვენ წინააღმდეგ სერიოზული გამოძიება დაიწყება.

 2. სხვისთქვის ნათქვამი კომპლიმენტი

ქართველი გოგო ამას არ შეეგუება, ეჯდეთ გვერდით და სხვა მანდილოსანს უთხრათ კომპლიმენტი.

 3. ქართველ გოგოს აუცილებლად უნდა დაუთმოთ ადგილი სამარშუტო ტაქსში

წინააღმდეგ შემთხვევაში დაწერს სტატუსს, რომელიც დასრულდება ფრაზით ” აუუ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია ” და ვინმე ოჯუნჯი მეგობარი მიაწერს – ” მერე წადი, გიჭერს ვინმე?! ” სავარაუდოდ, ქართველო გოგო ამასაც არ აპატიებს.

 4. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს ღალატს;

 5. ქართველი გოგო არ აპატიებს მეგობარს ისეთივე ტანსაცმლის შეძენას, რომელიც მას ჰქონდა უკვე ნაყიდი.

 6. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს საყვარელ მსახიობზე ან მომღერალზე აუგის თქმას, მიუხდავად იმისა, რომ ერთი წუთით ადრე ეფიცებოდა მარადიულ მეგობრობას.

 7. ქართველი გოგო არასოდეს აპატიებს მეგობარს თუ “გაუბაზრებს” რომ სერიალს და “პროფილს” უყურებს. პრინციპში არც უყურებს, უბრალოდ ყოველთვის ამ პერიოდში უჩნდება თავისუფალი დრო და ეგ თემაა, რა… (“თემა” თანამედროვეობის აუცილებელი სიტყვაა, რომლის გარეშე დიალოგი არ შედგება);