მთავარი ურთიერთობები 8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ პარტნიორს შესანიშნავად ერგებით

8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ პარტნიორს შესანიშნავად ერგებით

by guramus
ურთიერთობა ყველასათვის სანატრელი რამ არის, თუმცა ყოველთვის ისეთ ადამიანზე ვფიქრობთ, რომელიც ბევრ რამეში გაგვიგებს და უამრავი საერთო ინტერესი გვექნება. ხშირად მსგავსებებს ვერ ამჩნევენ წყვილები და აქ ძალიან ცდებიან. დღეს სწორედ მსგავსებებს ვაპირებთ საუბარს.
აი, 8 აშკარა ნიშანი
1. ორივე პოზიტიური ადამიანები ხართ.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებმა დაადგინეს, რომ საკმარისია ერთ-ერთი თქვენგანი იყოს პოზიტიური, რომ ურთიერთობაში კონფლიკტის დონე შესამჩნევად დაიწევს. პოზიტიურობა არის ფუნდამენტური ნებისმიერ ურთიერთობაში. იმიტომ, რომ დადებითი მუხტი ეწინააღმდეგება ცუდ ემოციებს, რომელიც ასე ძალიან გვაწუხებს.
2. უნდა შეამცირო სოციალური ქსელების გამოყენება.
რა თქმა უნდა, არაა გასაკვირი რომ გიყვარს სოციალური ქსელების გამოყენება. მათ შორის ინსტაგრამის, ფეისბუქის ან თვითერის, თუმცა ყოველი სიახლის კითხვა, თქვენს ხასიათზე აისახება. სოციალური ქსელები არის ერთ-ერთი ყველაზე მომწამვლელი რამ, რაც შემდგომ ურთიერთობაზეც აისახება.
3. ჩახუტება ხანგრძლივად და მოსიყვარულედ.
ამერიკის ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალმა ჩაატარა კვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ურთიერთობებში, განსაკუთრებით დაძაბულ მომენტებში ყველაზე მეტად შველის მასაჟი, ალერსი, ჩახუტება ხანგრძლივად და მოსიყვარულედ, და რა თქმა უნდა ხელების ჩაჭიდება. თქვენ აუცილებლად უნდა გაანებივროთ თქვენი მეორე ნახევარი ამ ყველაფრით, რადგან მას თქვენი იმედი აქვს.
4. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა.
სანამ თქვენ ცხვირს უშვებთ, იმის გამო რომ განსხვავებული შეხედულება გაქვთ, და ამის გამო ხშირად მოგდით კამათი, დროა მყარად დადგეთ და განამტკიცოთ თქვენი მოსაზრება. თუ თქვენ ისწავლით როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი აზრი ჯანსაღად, მაშინ ეს კიდევ უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს პარტნიორთან უურთიერთობაში.
5. გქონდეთ ხშირი სექსი.
ამერიკის ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ჟურნალმა, კვლევის შედეგად დაადგინა, რომ კვირაში ერთხელ სექსს მოაქვს უფრო დიდი ბედნიერება თქვენი ურთიერთობისთვის. ხოლო წყვილებს, რომლებსაც უფრო ნაკლებად აქვთ სექსი, ნაკლებად ბედნიერნი არიან. “ინტიმი არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება”
6. თქვენ ძალიან გავხართ ერთმანეთს.
თუ თქვენ ბევრი მსგავსება გაქვთ პარტნიორთან, ეს შესაძლოა მომავალში ურთიერთობის გაუმჯობესების რეცეპტად იქცეს. ამიტომ თქვენ და თქვენმა მეორე ნახევარმა უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს თქვენი ინტერესები, მსგავსი აზრები და ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ ცვლილებას გამოიწვევს.
7. თქვენ სხვადასხვანაირი გზით ხარჯავთ ფულს.
თუ თქვენ გყავს მეორე ნახევარი, ე.ი თქვენ მარტო აღარ ხართ. “Money Magazine”-ის კვლევებმა დაადგინა, რომ წყვილების 70%-თვის უფრო მნიშვნელოვანია ფინანსები, ვიდრე ერთობა, სექსი და ა.შ. მაგრამ თუ თქვენ ორნი განსხვავებულად ხარჯავთ ფულს, სხვადასხვა საქმეებში, მაშინ ეს შესანიშნავია. რადგან ორივე თქვენგანს სურს დასვენება და გართობა.
8. თქვენ ხუმრობთ მსგავს თემებზე.
თუ თქვენ ორივე ხუმრობთ მსგავს თემებზე, მაშინ თქვენ ნამდვილად შეგექმნებათ კარგი განწყობა, ამ ყველაფრით. კვლევებმა დაადგინა, რომ ბედნიერი წყვილების 75% დღეში ერთხელ მაინც ატარებს დროს ხუმრობაში. ზუსტად ამიტომ, ერთსა და იმავე ხუმრობაზე სიცილი, უფრო ამძაფრებს ემოციურობის შეგრძნებას და ამყარებს თქვენს ურთიერთობას ნებისმიერ ფასად. ამიტომ გააგრძელეთ კომედიური ფილმების, სასაცილო ისტორიებისა და ხუმრობების ერთმანეთისთვის გაზიარება.
D.T.