მთავარი საკითხავი მარწყვის დიეტა-4 დღეში მინუს 3 კილოგრამი

მარწყვის დიეტა-4 დღეში მინუს 3 კილოგრამი

by guramus

სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება სეზონი, როდესაც არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივი ხილის დაგემოვნებას შევძლებთ. ამიტომაც, დიეტოლოგები გვირჩევენ ხილის მადისაღმძრელი გემო დიეტებად ვაქცით, თუ რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი და წონის გადაჭარბებასაც განვიცდით.

მარწყვის დიეტა დაგეხმარებთ, რომ 4 დღეში 3 კილოგრამი გაიქროთ. რაც ყველაზე მთავარია, იქნება გემრიელი და ძალიან მარტივი.  დღის მანძილზე უნდა მიირთვათ  4 ჭიქა მარწყვი. აღსანიშნავია, რომ ტკბილეულს, ცომეულსდა პურს საერთოდ არ უნდა მიეკაროთ.

მარწყვის დიეტის მთავარი დადებითი მხარე მისი მრავალფეროვანი კვებითი რაციონია.

პირველი დღე
საუზმე: 1 ჭიქა მარწყვი, ვაშლი, 1 ჭიქა უცხიმო კეფირი, 1 სუფრის კოვზი თაფლი – ყველა ინგრედიენტი დაჭერით და სალათის სახით მიირთვით ან ბლენდერის საშუალებით კოქტეილად ათქვიფეთ.
სადილი: ერთი ჭიქა მარწყვი. სალათი – 2 კიტრი, 50გრ მოხარშული ქათამი, ნახევარი ლიმონის წვენი, ნებისმიერი მწვანილი, ჩაის კოვზი ზეთი, რამოდენიმე ნიგოზი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: 100გრ კარტოფილი, ერთი თავი ხახვი, 50 გრ ხაჭო, ნახევარი ჭიქა კეფირი, ნახევარი ლიმონის წვენი – ამ ინგრედიენტებისგან მოამზადეთ სალათი. 1 ჭიქა მარწყვი.

მეორე დღე
პირველი საუზმე: 1 ჭიქა მარწყვი.
მეორე საუზმე: 1 ჭიქა კეფირში ათქვეფილი 1 ჭიქა მარწყვი.
სადილი: 3 ცალი თხელი ბლინი მარწყვის შიგთავსით.
ვახშამი: 100 გრ კომბოსტო და 1 ჭიქა მარწყვი.

მესამე დღე
საუზმე: 1 ჭიქა მარწყვი და ერთი ტოსტი.
სადილი: 200გრ ბალი, 1 ჭიქა მარწყვი, ნახევარი ბანანი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: 1 ჭიქა მარწყვი.

სალათი – 70 გრ მოხარშული კარტოფილი, 70 გრ მოხარშული სტაფილო, 70 გრ კომბოსტო.

მეოთხე დღე
საუზმე: 1 ჭიქა მარწყვი, 50გრ ყველი.
სადილი: 1 ჭიქა მარწყვი. სალათი – ერთი თავი პატარა ხახვი, 100 გრ მოხარშული თევზი, სალათის ფოთლები, ჩაის კოვზი ზეთი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: 1 ჭიქა მარწყვი და 100გრ კომბოსტო მოსხმული ზეთით.