მთავარი ურთიერთობები 5 თვისება, რომელიც მამაკაცს თავდაჯერებულს ხდის

5 თვისება, რომელიც მამაკაცს თავდაჯერებულს ხდის

by guramus

მამაკაცი სიძლიერის სიმბოლოა, სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ, როგორც “ძლიერ სქესს.” სხვადასხვა კვლევის, გამოკითხვის თუ პირისპირი ინტერიუს დროს უამრავმა ქალმა ერთხმად აღიარა, რომ მათთვის მთავარია მამაკაცის გვერდით თავს დაცულად გრძნობდნენ.

რა არის ის თვისებები, რომლებიც მამაკაცის პიროვნულ სიძლირეს და თავდაჯერებულობას მეტად უსვამს ხაზს?

გამოკითხული ქალების აზრი ამგარია:

  • გრძნობების ღიაობა: როგორც ჩანს, მანდილოსნების უმეტესობა სულაც არ არის წინააღმდეგი, რომ მათმა საყვარელმა პარტნიორმა ყოველ წამს საჯაროდ თქვას, თუ როგორაა შეყვარებული.
  • საკუთარი სურვილები გამოხატვის და დაცვის უნარი: ეს არ ნიშნავს რაიმეს აკრძალვას და გაუთავებელ ომს, მაგრამ მამაკაცს ყველა საკითხზე უნდა ჰქონდეს საკუთარი შეხედულება.
  • პასუხისმგებლობის აღების და დამტკიცების უნარი: ქალებს მოსწონთ პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცები და ეს ლოგიკურიცაა. სუსტი სქესი ნამდვილად არაა სუსტი, თუმცა მათ მაინც სჭირდებათ მშვიდად ძილი, გონების განტვირთვა და ყოველდღიური პრობლემების თავიდან არიდება.
  • კომპლიენტების თქმის უნარი: თუ ვინმე გეტყვით, რომ კომპლიმენტები მისთვის სულერთია, ე.ი. ის გატყუებთ. ყველა ადამიანს სიამოვნებს დადებითი სიტყვების მოსმენა, ქალებს კი განსაკუთრებით უყვართ, როცა მათ აქებენ.
  • არაჭირვეული ხასიათი: უამრავ მამაკაცს ბავშვური ელემენტები არასოდეს უქრება. ქალების აზრით, ეს მომაბეზრებელია. ჭირვეული ხასიათი ხშირად  ხდება სიყვარულის გაუფერულების და ურთიერთობების დანგრევის მთავარი მიზეზი