მთავარი ფილმები 10 საუკეთესო ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზე

10 საუკეთესო ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზე

by guramus

ქვემოთ მოცემული ფილმები შესანიშნავად ასახავს მამის და შვილის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტებს.

შეიძლება რომელიმე ფილმი თქვენთვის ნაცნობი იყოს, მაგრამ, მერწმუნეთ, აღმოაჩენთ ისეთ ფილმსსაც, რომელიც არ გაქვთ ნანახი.

ბედნიერების კვალდაკვალ – The Pursuit of Happyness

ეს არის კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ “ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში” ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება.


ბავშვი – The Kid

ფილმი ითვლება ჩარლი ჩაპლინის ერთერთ საუკეთესო ფილმად. პატარა ბავშვს მაიტოვებს დედა, ედნა. მოგვიანებით ედნა აზრს შეიცვლის.


მოსამართლე – The Judge

წარმატებული ადვოკატი, ბრუნდება მშობლიურ ქალაქში დედის დაკრძალვაზე და გაიგებს, რომ მამამის რომელიც ქალაქის მოსამართლეა, აბრალებენ მკვლელობას.


ბოლოს მამა როდის ნახე? – When Did You Last See Your Father?

როდესაც ბლეიკი გა იგებს რომ მამა არტური სიმსივნითაა ავად,მათი ჩხუბის მიუხედავად, იგი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, მამასთან უკანასკნელი დღეების გასატარებლად.ამ დროის მანძილზე ბლეიკი კარდინალურად შეიცვლის დამოკიდებულებას მამის მიმართ.


მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამიკო – World’s Greatest Dad

საშუალო სკოლის მასწავლებელი ლენს კლეიტონი ოცნებობდა გამხდარიყო მდიდარი და სახელგანთქმული მწერალი, მაგრამ არ აუხდა ეს ოცნება. ის ძველებურად პოეზიას ასწავლის დაბალკლასებში. ხელოვნების მასწავლებელ კლერს, რომელსაც ხვდება, არ სურს მასთან სერიოზული ურთიერთობები, შვილი კი არაფრად აგდებს. მიუხედავად ყველაფრისა ლენსი მაინც პოულობს მოკლე, მაგრამ სკანდალურ გზას პოპულარობისკენ.


მოზარდი – Boyhood

2002 წელს რიჩარდ ლინკლეიტერმა დაიწყო თავისი პროექტი. მან დაიწყო სიუჟეტის გადაღება ერთ, უბრალო ოჯახზე, მაგრამ გადაღებები ამ ოჯახის ცხოვრებისა გაგრძელდა 12 წელი. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი ვიხილოთ ამ ოჯახის მთელი ცხოვრება და შევიხედოთ მათ საიდუმლო გამოცდილებაში, შევადაროთ, როგორ იცვლება ამ პერიოდში ჩვენი სამყარო.


ნებრასკა – Nebraska

მამა-შვილი მიემგზავრებიან მონტანადან ნებრასკაში მილიონ დოლარიანი პრიზის მოსაგებად.


სიცოცხლის ხე – The Tree of Life

1950იანი წლების ტეხასი, ოჯახი რომლის ისტორიაც გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი – ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს.


შემოდგომის ლეგენდები – Legends of The Fall

ისტორია სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება,ისტორია,ომი და სიყვარული.


გზა – The Road

მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: