მთავარი საკითხავი “ყველაფერი შეცდომით დაიწყო”-ჩარლზ ბუკოვსკის პირველი რომანი

“ყველაფერი შეცდომით დაიწყო”-ჩარლზ ბუკოვსკის პირველი რომანი

by guramus

“მწერლობას ვცდილობდი. ჩემს პირველ რომანს ვწერდი და შიშისგან ყოველ ღამე  ნახევარი ლიტრზე მეტ ვისკისა და ექვს ბოთლ ლუდს ვყლურწავდი. ამდენი ცხოვრებაში არ მისვამს. გარიჟრაჟამდე იაფ სიგარებს ვეწეოდი, საბეჭდ მანქანას ვატკაცუნებდი და რადიოში კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი. ღამეში ათი გვერდის დაწერა მქონდა დასახული, მაგრამ დილამდე ვერ ვიგებდი რამდენი გამომდიოდა, დილას კი ჯერ გულს ავირევდი, მერე წინოთახში ვბრუნდებოდი და ტახტზე დაყრილ ფურცლებს ვითვლიდი. როგორც წესი, ათ გვერდზე მეტი მხვდებოდა. ზოგჯერ ჩვიდმეტიც, თვრამეტი, ოცდასამი, ან ოცდახუთი. რასაკვირველია, ყოველი ღამის ნამუშევარი გასასწორებელი და გასაწმენდი იყო, ან სულაც გადასაყრელი. ჩემი პირველი რომანის დაწერაზე ოცდაერთი ღამე დამჭირდა.”

“ფოსტა”- ასე ჰქვია პოპულარული მწერლის პირველ ბიოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელსაც ეპიგრფად მცირე ფრაზა აქვს: “ვასაღებ მხატვრულ ლიტერატურად და არავის არ ვუძღვნი.”

 

 

ამონარიდები:

  • “ყველაფერი შეცდომით დაიწყო.”
  • “ყოველი ჩვენგანი, ბოლოს მაინც მარტოა.”
  • “ნეტა ვინმეს თუ ესმის ლოთების? მხოლოდ სხვა ლოთებს.”
  • “ადამიანის ბუნებას ვიცნობ. მოგვიანებით მაინც გაგვცემს.”
  • “კაი ქალი იყო ნამდვილად, მაგრამ როგორც ზოგადად, ნაშების ამბავში ხდება ხოლმე, მესამე თუ მეოთხე ღამის მერე ინტერესი საერთოდ დავკარგე და აღაც დავბრუნებივარ.”
  • “მერე წვიმების სეზონი დაიწყო. ფულის უმეტესი ნაწილი სასმელზე მიმდიოდა, ამიტომ ფეხსაცმლში ნახვრეტები გამიჩნდა, საწვიმარი მოსასხამი კი დამეხა და წვიმაში თავიდან ფეხებამდი ვილუმპებოდი – თავიდან ფეხებამდე მეთქი, რომ ვამბობ, ზუსტად ეგრე უნდა გაიგოთ: წინდებიდან პერანგამდე ყველაფერი გასაწური მქონდა.”
  • “როგორც კი ქალი სამსახურს იწყებს, ცვლილება ეგრევე ეტყობა.”
  • “ორი განცხადება წავიკითხე, ორ ადგილას მივედი და ორივე ადგიალს ამიყვანეს. პირველ ადგილას ნამდვილი სამსახურის სუნი მეცა, ამიტომ მეორე ავირჩიე.”
  • “მე არ მაინტერესებდა: ამ სამყაროსგან ან ყველაფერი მინდოდა, ან – არაფერი.”
  • “ადამიანებს, ჩიტებს, ყველა არსებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი ამ ცხოვრებაში. დაუნდობელია ეს თამაში.”
  • “არც ერთ ქალს არ მოსწონს, როცა სხვა რაღაცას მასზე მეტ დროს უთმობენ.”
  • “მოკლედ, როცა ფული აღარ გაქვს, ცხოვრებაც აღარ გაქვს.”
  • “დილით კი დილა იყო და მეც ჯერ ვსუნთქავდი.
    იქნებ რომანი დამეწერა-მეთქი, გავიფიქრე.
    ჰოდა, დავწერე.”