მთავარი ურთიერთობები 8 რამ, რაც თქვენი ცხოვრების სიყვარულს სურს, რომ იცოდეთ

8 რამ, რაც თქვენი ცხოვრების სიყვარულს სურს, რომ იცოდეთ

by guramus
გვსურს გაგიზიაროთ 8 არაჩვეულებრივი რამ, რაც თქვენი ცხოვრების სიყვარულს სურს, რომ იცოდეთ.
1. თქვენ ყოველთვის მათ გულში ხართ
სიტყვები ,,მე შენ მიყვარხარ” ვერ გამოხატავს მათ რეალურ, ღრმა მნიშვნელობას. ის მოიცავს იმედს,ემოციას, ლტოლვას და ვნებას, რომლის სიტყვებით გამოხატვა წარმოუდგენელია. უმეტეს შემთხვევაში გრძნობების გამოხატვა არ არის მარტივი და ზუსტად მათი გამოხატვაც შეუძლებელია. გრძნობები, შესაძლოა, იყოს აბსოლუტური, ცვალებადი და დამაბნეველი.  როცა რაღაცები უარესობისკენ იცვლება, თქვენი პარტიონი ავადაა, უბედურია ან წარუმატებელი, თქვენ მაინც მის გულში რჩებით- საუკეთესო ადგილას ამ ქვეყნად.
2. მათ სურთ, იყვნენ პირველი
ცხოვრება სავსეა ყოველდღიური საქმიანობებით, უამრავი რამის გაკეთება გვიწევს და დროის ათასგვარ საქმეზე გადანაწილება : ბავშვები, მშობლები, და-ძმა, მეგობრები – დრო ყველას უნდა დავუთმოთ. დრო უნდა დაუთმოთ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვანი არიან თქვენთვის, თქვენი საქმისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. თქვენს პარტნიორს არ სურს, რომ ჩაიკარგოს თქვენს ყოველდღიურ რუტინაში. 
3. თქვენ მისთვის პირველი ხართ
თქვენ ხართ პირველი ადამიანი, ვისზეც თქვენი ცხოვრების სიყვარული ფიქრობს, როცა დახმარება სჭირდება, ვისი გაბედნიერებას სურს, ვისთანაც პირველი გარბის წარმატების აღსანიშნავად, ვისაც ყოველთვის შეუძლია ღიმილი მოგგვაროთ, ვინც აირჩია, რათა გაუზიაროს საკუთარი ცხოვრება.. თქვენ მისი საუკეთესო მეორე ნახევარი ხართ. ეს ყველაფერი თქვენ ხართ, ვინაიდან თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ გასაოცარი ხართ.
4. თვენ მას სრულყოფილს ხდით
თქვენი პარტიონის ცხოვრება არ იყო სრულყოფილი მანამ, სანამ ამ ცხოვრების ნაწილი გახდებოდით. თვვენ მას სიხარული, ბედნიერება, კლაყოფილება მოუტანეთ და უპირველეს ყოვლისა, მას თავი სრულყოფილად აგრძნობინეთ. თქვენ ერთი გუნდი ხართ და ცალ-ცალკე ვერ იქნებით ისეთივე ძლიერები და დამოუკიდებლები, როგორც ერთად ხართ.
5. თქვენ ის უკეთესი ადამიანი გახადეთ
ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანს პიროვნულად უნდა ზრდიდეს. თქვენი პარტნიორი გეხმარებათ, უკეთესი ადამიანი გახდეთ. ფაქტი, რომ თქვენ მისი გჯერათ და მხარს უჭერთ, მას აძლევს ძალას გააკეთოს უფრო მეტი და მეტი, გახდეს უკეთესი. მას არ სურს, რომ იმედეგი გაგიცრუოთ.
6. მათ სჭირდებათ დაფასება
თქვენ მისთვის ნომერ პირველი ადამიანი ხართ, სწორედ ამიტომ თქვენი აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დაუფასეთ მას ყველა წვრილმანი, რასაც თქვენთვის აკეთებს.მას ეს მოტივაციას გაუზრდის. კრიტიკა ყოველთვის დამანგრეველია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შექება უკეთეს შედეგებს იძლევა.
7. მათ თქვენი სჯერათ
თქვენი პარტნიორი დახმარებისთვის პირველს თქვენ მოგმართავთ, ვინაიდან მისი ნდობა თქვენდამი განუზომელია.ის დარწმუნებულია თქვენს სამართლიანობაში, ლოიალურობაში, მხარდაჭერაში და რაც მთავარია, თქვენს სიყვარულში. თქვენი ცხოვრების თანამგზავს სჯერა, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.
8. თქვენ მათ ცხოვრებას ანათებთ
მზის ამოსვლა და ჩასვლა უფრო მომხიბლავია მას მერე, რაც თქვენ მის ცხოვრებაში გამოჩნდით. დილა უფრო მშვენიერია და საღამო უფრო თბილი. თქვენ შეავსეთ მისი გული, ვინაიდან გახადეთ სრულყოფილი და უკეთესი პიროვნება. დიახ, თქვენ გაანათეთ მისი ცხოვება თქვენი არსებობით, ტკბილი სიტყვებითა და მოსიყვარულე ღიმილით.
ზემოთ აღნიშნულთ თქვენი ცხოვრების მეგზური ამას არასდროს გეტყვით,ამიტომ დაიმახსოვრეთ და გახსოვდეთ, რომ ის სწორედ ასე ფიქრობს.
D.T.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: