რას უშვება სიყვარული ჩვენს ორგანიზმს

by guramus

ყველამ იცის რომ სიყვარული საკმაოდ კარგი გრძნობაა, თუმცა ამის უკან მეცნიერება დგას, რაც აჩვენებს თუ როგორ მოქმედებს გრძნობა ტვინსა და სხეულზე.

 

  • სიყვარული ნატურალური ტკივილგამაყუჩებელია.

კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტების შემდეგ ოქსიტოცინი გამომუშავდება, რაც ეფექტურად ებრძვის ტკივილს, განსაკუთრებით კი თავის ტკივილს. თქვენი საყვარელი ადამიანის სურათის ნახვასაც კი შეიძლება მსგავსი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ჩვენი ტვინი მას სასიამოვნო შეგრძნებასთან აკავშირებს. სიყვარული ზრუნავს გულზე

 

სტრესის დროს გულის მუშაობა აჩქარებულია, გრძნობა კი როგორც აღმოჩნდა მისი რითმის რეგულაციას განაპირობებს. ასევე ბედნიერების ჰორმონი წნევასაც არეგულირებს და დეპრესიისგან გვიცავს.

 

  • სიყვარული ეხმარება ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლაში.

 

ხელის ჩაკიდება თუ სხვა ფიზიკური სიახლოვის გამომხატველი ქმედება უზრუნველყოფს ენდორფინების წარმოქმნას, რომელიც ეხმარება იმუნურ სისტემას. შეყვარებულ ადამიანებს უფრო უკეთესი რეაგირება აქვთ მედიკამენტებზე.

 

  • სიყვარული კურნავს ინსომნიას.

ენდორფინები და ოქსიტოცინი მოქმედებს იმ ჰორმონის წინააღმდეგ, რომელიც სტრესის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

  • სიყვარული ამცირებს გარკვეულ სიმპტომებს.

ნარკოტიკი, ნიკოტინი, ალკოჰოლი დამოკიდებულებას იწვევენ. მიუხედავად იმისა, რომ ეიფორიის და ბედნიერების განცდას გვაძლევენ, უფრო მეტად საზიანოები არიან. სიყვარული კი ყოველგვარი უარყოფითი ეფექტის გარეშე გავსებთ ბედნიერებითა და კმაყოფილებით.

  • სიყვარული არის თერაპია.

ადამიანები ხშირად დადიან ფსიქოლოგთან რადგან ჭირდებათ ვინმე, ვინც მოუსმენს. რეალურად კი საუკეთესო თერაპევტი ის ადამიანია, ვისაც უყვარხართ. ისინი ფიზიკურად თუ მენტალურად უკეთ გეხმარებიან. სიყვარული ჩვენი არჩევანია, გზა ბედნიერებისკენ, რომელიც ჯანმრთელობის ხელშემწყობიცაა. სიყვარულის გამოხატვა კი აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენზე.

 

D.T.

0

ასევე დაგაინტერესებთ