მთავარი ჯანმრთელობა 3 ნიღაბი თქვენი პრობლემური კანისთვის

3 ნიღაბი თქვენი პრობლემური კანისთვის

by guramus

აკნე, შავი წერტილები და ლაქები – ჩვენი ცხოვრების უცვლელი პრობლემებია. არასწორი კვება, მოუწესრიგებელი დღის რეჟიმი, ჰორმონალური დარღვევევი, ეს ის არასრულის სიაა, რაც  ჩვენს კანს ფორმას უცვლის.

გარდა იმის, რომ საჭიროა დერმატოლოგი, სახის ღრმა წმენდა  და პრობლემაზე დროული აქცენტი, არის ნიღბები, რომელიც ჩვენს კანს “სუნთქვის” საშუალებას მისცემს.

ნიღაბი შავი წერტილებისთვის

  •  საჭმელი სოდა, ქატო და წყალი ისე აურიეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. კარგად დაიბანეთ სახე, წაისვით მიღებული მასა, 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევით.  (1 წილი ძმარი/ 8 წილი წყალი).

ნიღაბი სიწითლეების გასაქრობად

  • ნუში წყალში დაალბეთ, /თავადვე მიხვდებით, როდის იქნება პროცედურისთვის მზად/ ბლენდერში მოათავსეთ, დაამატეთ რძე,  ფორთოხლის წვენი და ვიტამინის კაფსულა. დაახლოებით 20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი აკნესთვის

  • ხელის მარტივი მოძრაობით დასრისეთ მარწყვი, აურიეთ  ლიმონის წვენი,  რძე და დაიდეთ სახეზე დაახლოებით  10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: