მთავარი ურთიერთობები 11 რამ, რაც ყველა გოგოს სიამოვნებს!

11 რამ, რაც ყველა გოგოს სიამოვნებს!

by guramus

მამაკაცებო, თუ გსურთ სიურპრიზი გაუკეთოთ საყვარელ ქალს, ჩვენ დაგეხმარებით. გთავაზობთ 10 ყველაზე სასიამოვნო საჩუქარს, რომელიც ყველა ქალს მოსწონს.

 1. წაიყვანეთ ბავშვები მთელი დღით. ასეთი სახით თქვენ დაეხმარებით ცოლს, რომ მან საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო და განიტვირთოს კიდეც.

 2. გაისეირნეთ მხოლოდ თქვენ ორმა.

 3. დაგეგმეთ მთელი პაემანი დამოუკიდებლად – დაჯავშნეთ ადგილი, შეარჩიეთ რესტორანი… მას ეს ძალიან მოეწონება.

 4. გაუკეთეთ მას მასაჟი.

 5. არ კითხოთ, რა სურს დაბადების დღეზე. ეცადეთ დამოუკიდებლად გამოიცნოთ და გაახაროთ.

 6. მიართვით ყვავილები ან შოკოლადები დილით.

 7. მიეცით ნება, რომ ჩართოს ფილმი, როგორიც არ უნდა იყოს ის და წუწუნის გარეშე უყურეთ მასთან ერთად.

 8. მოუწყვეთ დაუგეგმავი, საოცარი სიურპრიზი პიკნიკის სახით, რომელიც კარგად იმოქმედებს მის განწყობაზე და დაამშვიდებს.

 9. დილით მოუმზადეთ ყავა.

 10. მიეცით საკრედიტო ბარათი და უთხარით რომ წავიდეს საშოპინგოდ.

 11. გაუკეთეთ პატარა საჩუქარი, უყიდეთ საყვარელი ტკბილეულობა მაღაზიაში ან მიართვით ცალი ვარდი. პატარა წვრილმანებს ზოგჯერ უფრო მეტის თქმა შეუძლიათ.

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: