758
კახეთში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა – შურისძიების მიზნით კი, არასრულწლოვნის ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.
გაუპატიურების ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, სადაც ისინი დროებით სამუშაოდ იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, გოგონას მამიდა გარდაცვლილი ჰყავს, მისი ქმარი კი გოგოს ოჯახთან ერთად ფერმაში მუშაობდა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო : https://www.resonancedaily.com/