მთავარი ახალი ამბები სანამ არ შევალთ მანამდე ვერ დავიჯერებთ… თედო სოფლიდან ავტოსტოპით დადიოდა თბილისში სამუშაოდ“ – რას გეგმავენ თედომ ბექაური და მისი მეუღლე?

სანამ არ შევალთ მანამდე ვერ დავიჯერებთ… თედო სოფლიდან ავტოსტოპით დადიოდა თბილისში სამუშაოდ“ – რას გეგმავენ თედომ ბექაური და მისი მეუღლე?

by lana

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულის თედო ბექაურის მეუღლემ ანა ხუციშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა იმ ოცნებაზე, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ ოჯახს აუხდა:

„მთავარი ოცნება, პირველ რიგში, ჩვენთვის იყო საკუთარი სახლი. ახლაც არ მჯერა, რომ უკვე საკუთარი სახლი გვაქვს. სანამ არ შევალთ, მანამდე ალბათ ვერ დავიჯერებთ. თბილისში დღემდე ქირით ვცხოვრობთ, სოფელ ორბეთში გვაქვს საკუთარი სახლი, მაგრამ ჩვენი საქმიანობა ძირითადად თბილისშია, ამიტომ გვიწევს ქირით ცხოვრება. იყო პერიოდი, როდესაც თედო სოფლიდან ავტოსტოპით დადიოდა თბილისში სამუშაოდ. მანქანა არ გვყავს და ყოველთვის გამყოლების იმედად იყო.

ჩვენი ოცნება იყო, ბინა გვქონოდა. არასდროს გვქონია ისეთი შესაძლებლობა, ბინის საყიდლად ფული გადაგვედო. შემოსავალი მხოლოდ იმისთვის გვყოფნიდა, რომ თავი გაგვეტანა. ფაქტია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ ახლა ის ეტაპია, საერთოდ რომ ვერ ვაცნობიერებთ, რას და როგორ გავაკეთებთ. ჩვენი მოგებული ბინა ბაკურიანშია, თუმცა ის, რომ გვაქვს საკუთარი ბინა, დიდი ბედნიერებაა…“, – განუცხადა “სარკეს” ანა ხუციშვილმა.

წყარო: https://ntv.com.ge/