12 ფილმი მათთვის, ვინც სულით ახალგაზრდაა !

ოდესღაც თითოეული ჩვენგანი მოზარდი იყო. ჩვენ ვიტანჯებოდით ცალმხრივი სიყვარულით – ან არ ვიტანჯებოდით 🙂 გავრბოდით გაკვეთილებიდან და ვეჭორავებოდით მეგობრებს. ცხოვრებას გაფართოებული თვალებით ვუყურებდით და გვჯეროდა, რომ მომავალში რაღაც დიდებული მოხდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში რომანტიკას ფერი ეცვლება და ვივიწყებთ, რომ ოდესაღაც ბავშვები ვიყავით დიდი ოცნებებით. წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც თუნდაც რამდენიმე საათით დაგაბრუნებთ უკან წარსულში – იქ, სადაც ყველაფერი ვარდისფერ ფერებშია. გაიხსენებთ თუ როგორი მაგარია იყო ახალგაზრდა !

loading...

1.,,საინტერესო დრო”
ეს არის ისტორია ტიპიურ ამერიკელ ბიჭზე, რომელიც სკოლაში ყველაზე სიმპათიურად ითვლება და არ ტოვებს არც ერთ წვეულებას. ყველასთვის მოულოდნელად, მას – სკოლაში ყველაზე მიმზიდველ ბიჭს შეუყვარდება გოგონა, რომელიც არავის მოსწონს და დაცინვის ობიექტადაა ქცეული.


2.,,საშინაო დავალება”
ჯორჯი მარტოსული მოზარდია, რომელსაც არასდროს არ ესმოდა სკოლაში სწავლის აზრი. იგი უმეგობრდება სალის, პოპულარულ რთული ბუნების გოგოს და მასში მონათესავე სულს პოულობს.


3.,,პირველად”
ეს არის რომანტიკული კომედია, კოლეჯში პირველ კვირაზე და ახალი სტუდენტის პირველ სიყვარულზე.მომხიბვლელი დეივი უიმედოდ და უპერსპექტივოდაა შეყვარებული სკოლის ნომერ პირველ ლამაზმან ობრიზე, რომელიც თვითკმაყოფილ მაჩოს ხვდება. მართალია ეს უკანასკნელი ობრის არ შეეფერება, თუმცა, გოგონამ გადაწყვიტა ქალიშვილობა მასთან დაკარგოს. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა დეივის და ობრის ცხოვრება, რომ არა მათი მოულოდნელი შეხვდერა წვეულებაზე. ისინი მეგობრები ხდებიან, მეგობრები, რომელსაც შეგიძლია მხარზე თავი დაადო, იტირო, უიღბლო სიყვარულზე დაიჩივლო. თუმცა, მოგვიანებით მათი მეგობრობა უფრო მომაჯადოვებელ და საინტერესო ეტაპზე გადადის…


4.,,მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი”
ფილმის მთავარი გმირია გოგონა ოლივი, რომელსაც ყველა დასცინის გავრცელებული ჭორების გამო, რაც მის დაკარგულ უმანკოებას ეხება. მაგრამ ის ოსტატურად გადააქცევს ამ ჭორებს პოპულარობის მოპოვების იარაღად.


5.,,სიყვარულში დარჩენილი”
ფილმის სიუჟეტი კონცენტრირებულია ცნობილი მწერალი ბილ ბორჯესის რთულ ურთიერთობებზე, მისი ყოფილი მეუღლის და მათი შვილების — სტუდენტი-ქალიშვილი სამანტა და მოზარდი ვაჟის ცხოვრებაზე.


6.,,გამარჯობა ჯული”
ჯული ბეიკერს პირველი დანახვისთანავე უყვარდება ბრაის ლოსკი. ბრაისს კი პირიქით – ანტიპატია უჩნდება ჯულის მიმართ. მაგრამ მერვე კლასის შემდეგ ყველაფერი იცვლება – ჯული ბრაისის მიმართ ინტერესს კარგავს, ბრაისი კი ჯულიში რაღაც საინტერესოს აღმოაჩენს.

loading...


მსგავსი სტატიები