ჯეკ ლონდონი – “ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს”.

ვისაც ჯეკ ლონდონი არ წაუკითხავს, ისევე ბევრი დაუკარგავს, როგორც კაცს, რომელსაც მწვერვალზე ასვლისა და იქიდან გადმოხედვის სიხარული არ განუცდია. ამ შესანიშნავი მწერლისა და პიროვნების დასახასიათებლად ყველაზე მეტად თვით მისი კრედო შეიძლება გამოდგეს.

loading...

თავაზიანობის წესების შესწავლას მთელი სიცოცხლე დასჭირდება ხოლმე.


თუკი ცხოვრება მეტს რასმე ნიშნავს შენთვის, მაშ, მეტიც უნდა მოითხოვო!


ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.


უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!…


ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.


სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა. იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს!…


loading...


მსგავსი სტატიები