როგორ დავძლიოთ სტრესი და გავხდეთ უფრო ბედნიერი 5 მოქმედებით?

მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის ფიქრებს მისი მომავლის შეცვლა შეუძლია. ბევრი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ რასაც ვფიქრობთ, ის ვხდებით. თუ კარგს ვფიქრობთ, მომავალში უკეთესი მდგომარეობა გვექნება და პირიქით. გარდა ამისა, პოზიტიურ ფიქრებს და ძლიერ ფსიქიკას შეუძლია ადამიანი სერიოზული დაავადებისგანაც კი განკურნოს. მთავარია შევძლოთ სტრესის კონტროლი და ჩვენს ფიქრებს ჩვენზე ზემოქმედების საშუალება არ მივცეთ. გთავაზობთ 7 საფეხურს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც გონების კონტროლში დაგეხმარებათ:

loading...

 1. სტრესი გამოწვევაა

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა მის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. მთავარია არ დავკარგოთ თავზე კონტროლი და ნებისმიერ სიტუაციაში კარგი დავინახოთ. შეხვდით სტრესს როგორც გამოწვევას. შეეცადეთ ყოველი სიტუაციიდან იპოვოთ გამოსავალი და მაქსიმალური სარგებელი დაინახოთ.

სტრესს მედიტაცია, მასაჟი, ვარჯიში, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ა.შ. ამცირებს.

 2. ეძებეთ პოზიტივი

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ნეგატიური ენერგიის თავიდან არიდებას მეტ დროს უთმობენ, ვიდრე პოზიტივის ძიებას. გირჩევთ ეძებოთ პოზიტივი. თუ თქვენი გონება მხოლოდ დადებითი შეგრძნებებით დაიმუხტება, უარყოფითისთვის ადგილი ფაქტობრივად აღარ დარჩება.

 3. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რისი შეცვლაც შეუძლებელია

“რატომ ვუთხარი ეს”? “რატომ ვიყავი ასეთი სულელი”? -მსგავსი ფიქრები თქვენ მხოლოდ უარყოფითს მოგიტანთ. გახსოვდეთ, ის, რისი შეცვლაც შეგიძლიათ, პრობლემა არ არის და რისი შეცვლაც შეუძლებელია, მასზე ნერვიულობას საერთოდ არ აქვს აზრი.

 4. ფულით ბედნიერების ყიდვა შეიძლება

თუ ფულის ხარჯვა არ გაბედნიერებთ, გამოდის, რომ არასწორად ხარჯავთ. მოიხმარეთ ფული გონივრულად. დაფიქრდით რისი მიღება გესიამოვნებათ ყველაზე მეტად და ეცადეთ იყიდოთ. ამით სტრესს გაიქრობთ.

 5. იმღერეთ

საერთოდ არ გჭირდებათ კარგი ხმა ან სმენა. იმღერეთ მანქანაში, საშხაპეში, გუნდში, მთავარია დადებითი შეგრძნებები მიიღოთ. კვლევებმა აჩვენა, რომ სიმღერა აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ენდორფინებს, სეროტონინს, დოპამინსა და ოქსიტოცინს.

loading...


მსგავსი სტატიები