5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

“როგორც სხეულს ჭირდება ვარჯიში, ისე ჭირდება ტვინს კითხვა”.

loading...

გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენში.

1. ერიხ მარია რემარკი – “ნასესხები სიცოცხლე”.

“ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ ისინი უსასრულოდ დიდხანს”. ერიხ მარია რემარკის “ნასესხები სიცოცხლე” 1959 წელს გამოქვეყნდა. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისგან, რომ მასში მწერალი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზეა კონცენტრირებული. ამ რომანის საფუძველზე რეჟისორმა სიდნი პოლაკმა გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებს. რემარკის სხვადასხვა ნაწარმოებები ცხრამეტჯერ არის ეკრანიზებული.

რამდენიმე ფრაზა წიგნიდან:

  • მარტო გონება არ არის მთავარი, ადამიანს გრძნობებიც უნდა ამოძრავებდეს, ხოლო გრძნობებისათვის სულ ერთია, ვინ არის მართალი.
  • სიყვარულს ყველაფერი ეპატიება!
  • სიყვარულისთვის ყველა ახალგაზრდაა
  • ზოგჯერ უფრო მძიმეა უცქერდე გარდაცვლილის ნივთებს, ვიდრე თვითონ მას
  • თუ შენ გინდა სადმე ცხოვრობდე, მაშასადამე გსურს იქ მოკვდე.

2. ჯოან ჰარისი – “შოკოლადი”

მაგია ყველა ქალშია და აუცილებელია ის სწორად გამოიყენო. წიგნი მოგვითხრობს დედა-შვილზე, რომელიც ქალაქში საკონტიტროს ხსნის. ქალაქის მცხოვრებთა ცხოვრება კი ამ დღიდან მთლიანად იცვლება.


loading...


მსგავსი სტატიები