უცნობი ფაქტი ფილმიდან “უკანასკნელი ტანგო პარიზში”

ბერნარდო ბერტოლუჩიმ აღიარა, რომ მარია შნაიდერის გაუპატიურების სცენა ფილმში, “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, თავად შნაიდერთან შეთანხმებული არ ყოფილა. იდეა მას და მარლონ ბრანდოს გადაღების წინ გაუჩნდათ.

აღნიშნულ სცენაში მარლონ ბრანდოს პერსონაჟი აუპატიურებს მარია შნაიდერის პერსონაჟს. ბრანდო იმ დროს 48 წლის იყო, შნაიდერი – 19–ის.

აღნიშნული სცენის შესახებ მარია შნაიდერმა, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, ჯერ კიდევ 2007 წელს ისაუბრა The Daily Mail-თან ინტერვიუში. ის ამბობდა, რომ წინასწარ არ იცოდა გაუპატიურების სცენის გადაღების შესახებ და გადაღების შემდეგ თავს “დამცირებულად და გაუპატიურებულად” გრძნობდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, გაუპატიურება დადგმული იყო. შნაიდერის თქმით, გაუპატიურების სცენის დაუგეგმავად გადაღებამ მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ის ფილმში “ნამდვილი ცრემლებით” ტიროდა და არ თამაშობდა.

P.S თვითმხილველის განცხადებით, ბერნარდო ბერტოლუჩი და მარლონ ბრანდო გადაღების დროს ზედმეტად ახლოს იყვნენ. საათობით იკეტებოდნენ ოთახში. ასევე არსებობს მოსაზრება რომ მათ ჰომოსექსუალური კავშირი ქონდათ.

loading...
loading...


კომენტარები



ასევე დაგაინტერესებთ