კირჩხიბი

კირჩხიბი

ელემენტი: წყალი

პოლარობა: ნეგატიური

ხარისხი: კარდინალური

მმართველი პლანეტა: მთვარე

მმართველი სახლი: მეოთხე

ფერი: იისფერი

იღბლიანი ქვა: ლალი, მარგალიტი

ყვავილი: ორქიდეა და თეთრი ვარდი

საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: კურო და თევზები.

 

ემოციური, ინტუიციური და პრაქტიკულად ექსტრასენსი, მთვარით მართული კირჩხიბი წყლის სიღრმეში ბევრ რამეს ინახავს. შესაძლოა პირველი შეხვედრისას გულფიცხი და ცივი მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც კი არჩევანს გააკეთებენ, რომ ვინმეს დაუმეგობრდნენ, იმ ადამიანის ცხოვრების მეგობარი გახდებიან.

ბევრ კირჩხიბს ექსტრასენსს უწოდებენ, რადგანაც მათ ურთიერთბის, იდეების, მოტივაციის განჭვრეტა იქამდე შეუძლიათ, სანამ გაჟღერებული იქნება. ეს ამ ნიშნისთვის ერთგვარი გამოწვევა შეიძლება გახდეს – კირჩხიბები ვერ იტანენ მცირე ფრაზებს განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი თეთრ ტყუილებს შეიცავენ. მაგალითად, „რა სასიამოვნოა შენი ნახვა!“, როცა ცხადია, რომ ორივე მათგანი ამჯობინებდა ერთმანეთისთვის თავი აერიდებინა. ამიტომაც, სოციალური შეხვედრები კირჩხიბებისთვის შეიძლება დაუძლეველი გახდეს. მათ ურჩევნიათ დრო პატარა ჯგუფებში გაატარონ, სადაც ყველა კარგადაა ერთმანეთთან.

სიყვარულში, კირჩხიბი გულუხვი და კეთილი საყვარელია, რომელიც იგივეს ელოდება საპასუხოდაც. ეს ზოდიაქოს ნიშანი გონების თამაშებზე მაღლა დგას და ვერ იტანს გამოკიდებას – თუ ვინმე გიყვარს, რატომ არ უნდა თქვა? კირჩხიბისთვის არაა უცხო თავდადებულ სიყვარულში გადაშვება რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება უეცარია, ადვილად შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს. კირჩხიბებს მიდრეკილება აქვთ წყვილში უბედნეირესები იყვნენ და საუკეთესო ურთიერთობა მათ საუკეთესო ხასიათებს გამოამჟღავნებს. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი წარმატებას დუეტში აღწევს, დამოუკიდებლობაც გააჩნია, თუმცა ბევრი დრო სჭირდება, რომ საქმე მარტომ გააკეთოს. ეს ნიშანი აქტიური შინაგანი სამყაროთი ცხოვრობს და ხშირადაა ბედნიერი წარმოსახვით რეალობაში ყოფნისას. ხანდახან, კირჩხიბს ერთი ან მეტი მიწის ნიშანი სჭირდება, რათა ისინი ოცნებების რეალობად გადაქცევაში დაეხმარონ.

კირჩხიბს რაღაცეების შექმნა უყვარს და კრეატიული საქმიანობა სჭირდება, იქნება ეს მხატვრობა, წერა თუ კითხვა. კირჩხიბს ასევე უმაღლეს ძალებთან დაკავშირება ხიბლავს და შეიძლება კომფორტი იპოვნოს რელიგიასა და სულიერ პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბს შეუძლია ფიცხი იყოს, მათ მხიარული მხარეც აქვთ, იუმორის შესაშური გრძნობა ახასიათებთ და შეუძლიათ გარშემო ადამიანებზე დაკვირვება და მათი მიბაძვა.

საბოლოოდ, კირჩხიბი საოცრად ლოიალურია, ხანდახან შეცდომების მიმართაც. კირჩხიბი სამყაროს დასასრულამდე წავა, საკუთარი მსოფლმხედველობის წინააღმდეგაც გაილაშქრებს, ოღონდაც დაეხმაროს ადამიანს, რომელიც უყვარს. ისწავლონ გაიზარდონ იმისთვის, რისიც სჯერათ, მაშინაც კი თუ ეს მეგობრის წინააღმდეგ შეიძლება წავიდეს, კირჩხიბებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილია. როგორც ზოდიაქოს „ემოციური გული“, ეს ნიშანი ყველას ასწავლის, რომ ცხოვრებაში ბევრი რამაა სანახავი და ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჯერ კიდევ უნახავ რამეებზე, რადგანაც ისინი არსებობენ.

 

კირჩხიბის ლოზუნგი

“მე ვგრძნობ, მაშასადამე მე ვარსებობ.”

 

კირჩხიბები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:

C მზრუნველი

A ამბიციური

N მასაზრდოებელი

C კრეატიული

E ემოციური ინტელექტის მქონე

R სტაბილური

 

კირჩხიბის საუკეთესო თვისებები

ემოციური ინტელექტის წყალობით, კირჩხიბი უმნიშვნელო ნაწილზე დროს არ ხარჯავს და პირდაპირ პრობლემის საფუძველის აღმოფხვრაზე ზრუნავს. მათ არ სჭირდებათ ყველა ფაქტი, იმისთვის, რომ გაიგონ რა არის სწორი ქმედება. მათი უნარი ენდონ ინტუიციას განსჯის გარეშე, ძალიან კარგად ეხმარებათ. ეს არის თვისება, რომელსაც სხვა ზოდიაქოს ნიშნები მათგან სწავლობენ და ინსპირაციას იღებენ.

 

კირჩხიბის უდიდესი გამოწვევები

კირჩხიბები მარტივად და ზუსტად ცნობენ სიტუაციას, თუმცა შეიძლება თავიანთი აზრები სხვას არ გაუზიარონ. ხმამაღლა ამოთქმა სასარგებლო იქნება, რადგანაც შინაგანად ჩაკეტილი ემოციები შესაძლოა უეცარი აფეთქების მიზეზი გახდეს. კირჩხიბები ასევე სხვებისგან მოელიან, რომ მათი ფიქრები გამოიცნონ, რაც გულგატეხილობის კიდევ ერთი წყაროა. ხმის ძალის სწავლა, მაშინაც კი თუ ამას კონფლიქტამდე მივყავართ, კირჩხიბებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილია.

 

კირჩხიბის საიდუმლო იარაღი

ემოციები. ბევრ კირჩხიბს მიმართავენ იყვნენ ნაკლებად ემოციურები, თუმცა დიდი რაოდენობით და ღრმა ემოციები შესაძლოა მათი საიდუმლო იარაღი გახდეს. როცა ეს ნიშანი ბედნიერია, სამყარომ იცის ამის შესახებ. როცა ის უბედურია, სამყარო იმუშავებს, რომ მათი სიტუაცია გამოასწოროს. ზოგადად, კირჩხიბის მერკურული ხასიათები უკეთეს სამსახურს წევენ, ვიდრე გრძელი მონოლოგები და ემოციების გაზიარება.

 

5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ კირჩხიბობით

  • პრაქტიკულად ექსტრასენს კირჩხიბებს შეუძლიათ ემოციური ტემპერატურა ყველა იმ ოთახში დააბალანსონ, სადაც მოხვდებიან და გამოიცნონ სიტუაციის შედეგი იქამდე, სანამ ვინმე რამეს იტყვის.
  • ვნებიანი საყვარლები, კირჩხიბები ადაპტირებულნი არიან გონება და სხეული ურთიერთობაში ერთმანეთს დაუკავშირონ. ისინი გიჟდებიან გათავისუფლებაზე და საწოლში სხეულის სრულ დაკავშირებაზე.
  • მთვარით მართული კირჩხიბი საოცრად შეიგრძნობს დედამიწის რიტმს, პოულობს ნუგეშს და სიამოვნებას ბუნებაში. ყველა სხვა ნიშანზე მეტად იცის, რომ დედამიწასთან, მთვარესთან და სხვა პლანეტებთან კავშირი მათ პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარებათ.
  • საოცრად სამართლიანი კირჩხიბები როგორც კი აირჩევენ ადამიანს სამეგობროდ, მათი მყარი დასაყრდენი გახდებიან და გაკიცხვას არასდროს მისცემენ საშუალებას კარგი მეგობრობა დაანგრიოს.
  • დრეკადები და სტაბილურები, ყოველთვის პოულობენ სიამოვნებას საკუთარ კამპანიაში და გონებაში. შეუძლიათ ნებისმიერი მოგზაურობა ან ვალდებულება დაუვიწყარ ისტორიად აქციონ.

 

ცნობილი კირჩხიბები

სელენა გომესი, არიანა გრანდე, King Bach, ლიონელ მესი, ლუკ ბრაიანი, კევინ ჰარტი.

 

კირჩხიბი

კირჩხიბის მეგობრობის სტილი

კირჩხიბმა შესაძლოა თქვენს პირველ მიწვევაზე უარი თქვას. შესაძლოა მეხუთეზეც არ წამოგყვეთ. მაგრამ, თუ საბოლოოდ დათანხმდებიან, იცოდეთ, რომ რეალური მეგობარი იპოვნეთ. მათი სულიერი ცხოველი კიბორჩხალა ცნობილია სქელი გარე ნაჭუჭით, ამიტომაც კირჩხიბებს სჯერათ, რომ სიშორე ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუახლოვდით ზედაპირს და აღმოაჩენთ, რომ ის მთლიანად გრძნობებითაა მოცული. მიდრეკილნი არიან, რომ საჯაროდ საკუთარი თავი დამალონ. იქამდე, სანამ ახლოს არ გაიცნობთ, კითხვაზე „როგორ ხარ“, მუდამ გიპასუხებთ „მშვენივრად“.

კარგი ამბავია, რომ როგორც კი კირჩხიბი თქვენს გვერდით იქნება, ცხოვრების მეგობარი გეყოლებათ. ზოდიაქოს ყველაზე არა გამკიცხავი ნიშანი, ყოველთვის მოგისმენთ და სიმპატიას გამოხატავს თქვენს მიმართ, მაშინაც კი, თუ შეცდომა დაუშვით. კირჩხიბები არ არიან დაინტერებულნი წვრილი დრამებით და თავიანთ საქმეს არ გაუზიარებენ სხვა ადამიანებს, იქამდე, სანამ ისინი არ მისცემენ ზუსტ ინსტრუქციას, რომ არაუშავს, ეს ნორმალურია.

კირჩხიბებს ღრმა საუბრები უყვართ, მაგრამ, დროსთან მიმართებაში გარკვეული საზღვრები აქვთ. არ გეწყინოთ, თუ დაპატიჟება უარყვეს, შეიძლება უბრალოდ დასვენების დრო სჭირდებოდათ. კირჩხიბები შესაძლოა მესაკუთრეები იყვნენ, განსაკუთრებით იმ მეგობრების მიმართ, რომლებიც უყვართ. თუ თქვენი სხვა მეგობრები არ მოსწონთ, შესაძლოა გულფიცხებად გადაიქცნენ. მაგრამ, მოუსმინეთ! კირჩხიბებს საოცარი გრძნობა აქვთ, დაინახონ ადამიანები ნამდვილ ფერებში და შეიძლება კარგი მიზეზიც ქონდეთ იმაზე, რომ ვინმესგან თქვენი მოშორება გადაწყვიტეს.

 

საუკეთესო მეგობარი: თევზები

ორივე წყლის ნიშანია. კირჩხიბი და თევზები ღრმა ემოციურ კავშირს ქმნიან, რაც ექსტრასენსობის დონესაც კი უახლოვდება. თევზებს ესმით კირჩხიბების საჭიროება ისაუბრონ ემოციებზე საათობით და ამ ორს ღრმა დიალოგი ექნება. თევზებს ასევე შეუძლიათ დაეხმარონ კირჩხიბებს, გამოძვრნენ ნაჭუჭიდან, ცოტათი მაინც და ეს ორი ნიშანი მსოფლიოს აღმოჩენას და თავგადასავლების მოძიებას ერთად შეუდგება. თევზებს ასევე ესმით კირჩხიბების საჭიროება იყვნენ ხანდახან მარტო და არ ბრაზდებიან თუ ისინი ტელეფონზე ან შეტყობინებაზე არ პასუხობენ.

როგორც გუნდი, თევზები და კირჩხიბი შეიძლება ზედმეტად ფიცხებიც კი გახდნენ, მაგრამ კარგი ამბავია, რომ ორივე ნიშანი ერთმანეთის ძლიერ და კაშკაშა მხარეებს გამოხატავს.  მათ დასვენების უამრავი ხერხი აქვთ: სასაცილო ფილმის ყურება, იოგას კლასთან შეერთება, ახალი ქალაქის დათვალიერება…

 

როგორ დავუმეგობრდეთ კირჩხიბს

იყავით სტაბილური. კირჩხიბებს საკონტაქტო წიგნაკის კიდევ ერთი ნაცნობით შევსება არ აინტერესებთ. მათ სურთ ინსპირაცია მიიღონ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ნამდვილ ფერებს გამოხატავენ, არ თამაშობენ და სძულთ ყველაფერი, რაც მოკავშირეობას ჰგავს. თუ კირჩხიბთან ურთიერთობით მხოლოდ იმიტომ ხართ დაინტერესებულნი, რომ მის სოციალურ წრეში მოხვდეთ, დაივიწყეთ! კირჩხიბისთვის გულწრფელობა უმნიშვნელოვანესია. თუ დაგთანხმდებათ დალიოს ყავა თქვენთან ერთად, დროულად მიდით და გულახდილობისთვის მოემზადეთ.

 

როგორ შევინარჩუნოთ კირჩხიბთან მეგობრობა

მოუსმინეთ. ისინი ხშირად არ საუბრობენ იმაზე, რაც მათ ზედაპირს მიღმაა. როცა საკუთარ ემოციურ ცხოვრებას გამოამჟღავნებენ, იცოდეთ, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და თქვენ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. მოუსმინეთ, დაიმახსოვრეთ და დაუსვით შეკითხვები. კირჩხიბებს დარეკვა უყვართ და ტექსტს ხმოვან შეტყობინებებს ამჯობინებენ. მიეცით შანსი გაგიზიაროთ ის, რაც მის ცხოვრებაში ხდება და სტანდარტული პასუხი „მშვენივრად  ვარ“ დღის წესრიგში აღარ იქნება.

 

3 მიზეზი, რატომაა კირჩხიბი ბრწყინვალე მეგობარი

  • ინტელექტუალი კირჩხიბი ზუსტად გეტყვით რა ხდება ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენი ცხოვრების გარკვეულ ანალიზს მოგახსენებთ – პირადი ცხოვრებიდან პოლიტიკურ განვითარებამდე.
  • კრეატიულ კირჩხიბს სამყაროზე უნიკალური პერსპექტივა აქვს. ეს ნიშანი თქვენი წინამძღოლი იქნება რეკომენდაციების მოცემისას. უყვართ საუბარი ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელოვნებაზე და არა უბრალოდ „მომეწონა/არ მომეწონას“ თქმა.
  • კირჩხიბს ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ. მაშინაც კი, თუ საკუთარ თავთან ბრძოლაში ხართ. კირჩხიბი გეტყვით ყველა გზას, რათა ცხოვრებაში სიყვარული და სიამოვნება შემოგატანინონ.

 

კირჩხიბი

სპირიტუალიზმი / სულიერება

საუკეთესო კრისტალები კირჩხიბისთვის: მთვარის ქვა – როგორც დასახელება გვეუბნება, მთვარესთან და მის ენერგიასთანაა დაკავშირებული. მისი მეშვეობით კირჩხიბის სული თავისუფლდება. Red jasper ძალიან სასარგებლოა კირჩხიბის სიძლიერის მშენებლობისთვის, ეხმარება მას გადააბიჯოს გასაჭირს და გახდეს სტაბილური მხარდამჭერი საყვარელი ადამიანისთვის. აბალონი კი კირჩხიბს ზღვის ემოციებთან დააკავშირებს და ამ ნიშანს უფრო ყურადრებიანსა და მგრძნობიარეს გახდის სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ.

 

კირჩხიბის სამკურნალო მანტრა: “გრძნობები ცვლილებებს ამჟღავნებს.”

 

კირჩხიბის სულიერი ფერი: იისფერი. მუქი იასამნისფერი გვირგვინოსან ციკლთანაა გათანაბრებული და კირჩხიბს ინტუიციის საოცარ უნარებს ანიჭებს. იისფერი ეხმარებათ აქციონ ოცნებები რეალობად და ახსენებთ, რომ ზოგიერთი რამეც, მაგალითად მათი ემოციები, შეიძლება დანახული არ იყოს, მაგრამ რეალურია. იისფერი აკავშირებს კირჩხიბის სულს, სხეულს, გონებას და ახსენებთ რომ სამივე ერთიანია. გაიგებენ, რომ საკუთარ თავს რამდენიმე ნაწილი აქვს და თითოეული ნაწილი უნდა იყოს გაგებული და დაფასებული, რათა საუკეთესო, პოზიტიური ცხოვრება განვლონ.

 

კირჩხიბის სულიერი მხარე

ინტელექტუალი, ემოციური და ლოიალური, ეს ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ღრმაა. კირჩხიბს უყვარს მისტიკა და კითხვები სულიერების შესახებ და კმაყოფილია გამოიკვლიოს მისტიკა მაშინაც კი, თუ პასუხები არ არსებობს. მისი აზრით, ყველა შეხედულება ნამდვილია თუ ის სულიერებას ეხება. ასევე, ინტელექტუალი კირჩხიბი ემოციებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე რაციონალურ ფიქრებს და პასუხი „უბრალოდ იმიტომ“ მისთვის საკმარისია, რამის სჯეროდეს.

კირჩხიბები სულიერებას ყველგან პოულობენ და ადაპტირებულნი არიან დაუკავშირდნენ შინაგან მეს, ყველაზე ხმაურიან, გადატვირთულ და ხალხმრავალ დღეებშიც კი. კირჩხიბს შეუძლია სულიერი ლიდერი გახდეს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევების გამო ბევრი ადამიანი მათ ყურადღებით შეჰყურებს. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბები ბედნიერად გააზიარებენ საკუთარ ფიქრებს სულიერებაზე, არავის მოუწოდებენ ან აიძულებენ გაიმეოროს მათი მაგალითი.

შეიძლება კირჩხიბები ბევრ ადამიანს არ უზიარებენ სულიერებას, ესეც იმიტომ, რომ მათთვის სულიერი მხარე ძალიან პირადია. თუ ეს ნიშანი საკუთარ შეხედულებებს აზიარებს, ნიშნავს რომ მათ რჩეულთა რიცხვში ხართ. მათ უყვართ საკუთარი სულიერი მხარის ბუნებასთან დაკავშირება, თუმცა იშვიათად პოულობენ ამისთვის დროს.

 

კირჩხიბის იღბლის მომტანი

ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს დაუმთავრებელი საქმე. კირჩხიბებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილია მიიღონ გარკვეული საკითხები გულთან ნაკლებად ახლოს და საკუთარ თავს გარედან შეხედონ. დიდი სურათის დანახვა წყლის ნიშანს დაეხმარება დაგმოს მიდრეკილება ზედმეტი ემოციურობისკენ. აი რამდენიმე სტრატეგიაც:

 

გაატარეთ დრო ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ამჯობინებს დრო მარტო ან ერთგულ მეგობრებთან ერთად გაატაროს, ახალ ადამიანებთან ერთად ყოფნა განსხვავებულ გამოცდილებებსა და იდეებს შესთავაზებს და დაეხმარება მიაღწიოს თვითშეგნებას.

აპატიეთ. როგორც სპილო, ლოიალური კირჩხიბიც არასდროს ივიწყებს, განსაკუთრებით უმნიშვნელოს. გადააბიჯეთ პატარა რაღაცეებს, რაც დაგეხმარებათ უფრო სტაბილური გახდეთ.

გახდით მოხალისე. კირჩხიბებს ზღვა სიყვარული და მზრუნველობა გააჩნიათ, მაგრამ ფრთხილობენ ენერგიის სხვაზე დახარჯვისას. მოხალისეობა და გაცემა დაეხმარებათ გაინთავისუფლონ გონება.

გააზიარეთ გრძნობები. ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობენ, კირჩხიბები იქცევიან როგორც წამებულები, ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ასე არ არის. ლაპარაკის სწავლა ღირებული ცხოვრებისეული გაკვეთილია კიბორჩხალასთვის.

გაუშვით. კირჩხიბი სინანულის მეფე და დედოფალია. ამიტომაც წარსულის ჯანსაღი გზით გაშვება, თუნდაც რიტუალის სახით, წინსვლის მანიშნებელი იქნება.

  მსგავსი სიახლეები