მშვილდოსანი

ნოემბერი 22 – დეკემბერი 21
თავგადასავლების მოყვარული, კრეატიული, ძლიერი ნებისყოფის.
ელემენტი: ცეცხლი
პოლარობა: პოზიტიური
ხარისხი: ცვლადი
მმართველი პლანეტა: იუპიტერი
მმართველი სახლი: მეცხრე
ფერი: ცისფერი
იღბლიანი ქვა: ტოპაზი
ყვავილი: მიხაკი &ზაფრანა
საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: ვერძი.
დამოუკიდებელი, ძლიერი ნებისყოფის მქონე მშვილდოსნის ხასიათი ჩვეულებრივი გზიდან გადახვევაა. ბუნებრივად ლიდერს არ ეშინია ბრბოს გამოეყოს და წავიდეს საკუთარი სურვილისკენ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვები. მშვილდოსანი თავგადასავლების მაძიებელი ნიშანია, რომელსაც მარტო მოგზაურობა და აღმოჩენები ხიბლავს. ის ჰორიზონტის გაფართოებას კარგი წიგნის წაკითხვით და ფილმის ნახვითაც ახერხებს.
მშვილდოსანი გულღია, კეთილი და ყოველთვის გულწრფელია. ამის გამო შეიძლება სხვებს უნებურად აწყენინონ, არ გამოიჩინონ ემპათია ან კორექტულობა. მაგრამ, წარმოსახვის უნარის მეშვეობით, მშვილდოსანი ადაპტირებულია წარმოიდგინოს საკუთარი თავი სხვის ტყავში, ამიტომაცაა, რომ ბევრი მშვილდოსანი წარმატებული მსახიობია. შეგიძლიათ მას ენდოთ, როცა სიმართლის მოსმენა გსურთ. თქვენ მას ყოველთვის თავისუფლად შეგიძლიათ მას ენდოთ. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, საიდუმლოებებს არასდროს გაამჟღავნებს.
საწოლსა და ურთიერთობაში ეს ნიშანი ასევე თავგადასავლების მაძიებელია, უყვარს ახალი რამეების გამოცდა და ბარიერების დამსხვრება. ის აუცილებლად ცდის ახალ პოზებს, თამაშებს და ყველაფერს თავგადასავლად აქცევს. მისთვის არაა აუცილებელი შუქის ჩაქრობა, გარეთაც არ იტყვის უარს. ურთიერთობაში მშვილდოსანი კეთილი და გულწრფელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტაქტს მუდამ განავითარებს. თუ ურთიერთობა არ იმუშავებს, მშვილდოსანი სხვისი გრძნობების გამო არ დარჩება.
მშვილდოსანი ურყევი მეგობარი და კრეატიული მოაზროვნეა. საოცარი ადამიანი ჯგუფში სამუშაოდ, რადგანაც ენერგიის და ენთუზიაზმის გაზიარება არ ეშლებათ. ისინი არ ელიან მუდმივ საპასუხო რეაქციას და პროექტის ჩაბარებისას აუცილებლად მოახერხებენ მის დასრულებას. ისინი კარგი ბიზნესმენები და სეოები არიან. მშვილდოსანი ჭკვიანი, უნარიანი და ნოვატორია.
მშვილდოსნის დევიზი
„ჭკუის ამაღლება გაცვეთილ, ბანალურ გზას დაგმობს“
მშვილდოსნები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:
S მაცდური
A თავგადასავლების მოყვარული
G მადლიერი
I ინტელიგენტი
T ნოვატორი
T შეუპოვარი
A ადაპტირებადი
R პასუხისმგებლიანი
I იდეალისტი
U შეუდარებელი
S განვითარებული

მშვილდოსნის საუკეთესო თვისებები
მშვილდოსანი საკუთარ გზებს სახავს და ყოველთვის შეუძლია მარტო გაუყვეს მას. მშვილდოსანს რუკა არ სჭირდება, ადვილად მოახდენს იდეების და შესაძლებლობების რეალიზებას, რომლებსაც სხვები ადვილად ვერ დაინახავენ. მშვილდოსანს ნებართვა ან თანხმობა არ სჭირდება. საკუთარი თავი ნებას რთავს თავი დარწმუნებულად იგრძნოს, როცა სხვები თავს ასე ვერ გრძნობენ.

მშვილდოსნის უდიდესი გამოწვევები
მშვილდოსანი ხანდახან ძალიან გაუგებარია და საკუთარ საჭიროებებს სხვებს გადაულოცავს. არაა აუცილებელი ამ საჭიროებებს ზურგი აქციოთ, მაგრამ, ხანდახან თეთრი ტყუილი ხსნა იქნება. მშვილდოსანს ძალიან კარგად გამოსდის საქმეების დამოუკიდებლად კეთება, მაგრამ ხანდახან ამას უფრო სწრაფად და ჭკვიანურად შეძლებს თუ ჯგუფის წევრის სტატუსით იმოქმედებს.

მშვილდოსნის საიდუმლო იარაღი
მათი დამოუკიდებლობა. ამ ნიშანს სხვისი აზრი, რჩევა ან ნებართვა არ სჭირდება. მშვილდოსანი საკუთარ თავთანაც მშვენივრად ატარებს დროს და მოსწონს მარტო მოქმედება, ასე საკუთარ თავს უფრო ღრმად უკავშირდება. მარტოსულობის დროს ის პიროვნულ განახლებას ახდენს. 1 საათით საცობში გაჭედვაც კი მისთვის თავის მოვლასთან ასოცირდება.

5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ მშვილდოსნობით
თქვენი სახლი მსოფლიოა, ამიტომაც ბედნიერი ხართ პასპორტითა და ზურგჩანთით – მეტი რა გჭირდებათ?
თქვენი გონება დაუსრულებელი ლაბირინთია. გიყვართ საკუთარი თავის შეცნობა.
დაბადებული ხართ ლიდერად და არ ნერვიულობთ სხვების შეხედულებებზე. თქვენი იდეები უნიკალურია.
კრეატიული აზროვნება გაქვთ და აფასებთ მუზეუმებს, წიგნებს, კულტურას… აუცილებლად ხართ დაკავშირებული ხელოვნების სამყაროსთან.
გულწრფელი ხართ. ადამიანები გენდობიან, გაფასებენ და არასდროს გამოგიჭერენ ტყუილსა და ჭორაობაში.

ცნობილი მშვილდოსნები
ნიკი მინაჟი, ტეილორ სვიფტი, მაილი საირუსი, ბრედ პიტი, რიტა ორა, კრის ტეიგენი, ჯეიზი, ვანესა ჰაჯენსი

მეგობრობის სტილი
მშვილდოსანი ლოიალური, მოსიყვარულე და მხარდამჭერი ნიშანია, მაშინაც კი თუ ჯერ მხოლოდ 24 საათით იცნობთ. მშვილდოსანი არაა დაინტერესებული თქვენი დრამებით და არ აქვს ნებისყოფა მეგობრებისთვის, რომლებიც ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. მშვილდოსანი საოცრად გულწრფელია და არ მოერიდებათ გაგაგებინონ როცა რაიმე შეცდომას უშვებთ ან მოგცეთ სტიმული, როცა ხედავენ, რომ რამის გაკეთება უკეთ შეგიძლიათ. მშვილდოსანი მეგობრებს აგროვებს, მაგრამ ყველას შენარჩუნება არ გამოსდის. თუმცა, მშვენივრად გამოსდით დიდი ხნის შემდეგ შეხვედრებიც და არ ნაღვლობენ წვრილმანებზე. მათი აზრით გრძელი საუბარი უკეთესია, ვიდრე დაბადების დღის მისალოცი ბარათი.

საუკეთესო მეგობარი მშვილდოსნისთვის: მერწყული
ეს ცეცხლის და ჰაერის ნიშნები საუკეთესო მეწყვილეები არიან. ორივე ნიშანი თავგადასავლების მოყვარული და დამოუკიდებელია. ისინი დაინტერესებულნი არიან გაიცნონ ერთმანეთი უფრო ღრმად. მოუწოდებენ ერთმანეთს აღმოჩენისკენ, მოგზაურობისკენ, კომფორტის ზონიდან გასვლისკენ. გულწრფელები არიან ერთმანეთის მიმართ და საუკეთესო თვისებებს ავლენენ.

როგორ დავუმეგობრდეთ მშვილდოსანს
იყავით თავგადასავლების მოყვარული, თამამი, მამაცი. მშვილდოსანს გამოწვევები ხიბლავს. ეთამაშეთ მაგიდის ჩოგბურთი, წაყევით გასართობ ბარში ან გაუზიარეთ რა ისწავლეთ ბოლოს წაკითხული სტატიიდან და წიგნიდან. ეკამათეთ – მშვილდოსანს უყვარს დამოუკიდებელი აზროვნება.

როგორ შევინარჩუნოთ მშვილდოსანთან მეგობრობა
ნუ გააკონტროლებთ, მიეცით დამოუკიდებლობა. მშვილდოსანი ვერ იქნება დაკმაყოფილებული, თუ საკუთარ ცხოვრებას არ მოაწესრიგებს, არ იცხოვრებს ჩარჩოს მიღმა. არ უთვალთვალოთ მას. ინფორმაციას გაგიზიარებენ მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნებიან. წნეხი მათ გაქცევისკენ მოუწოდებს. მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ მშვილდოსანი საქმეს ისე უბრალოდ არ აკეთებს. შეიძლება მისგან არ მიიღოთ მისალოცი ბარათი, არა იმიტომ, რომ თქვენზე არ უფიქრია, უბრალოდ ამ ჟესტების არ სჯერათ. როცა მშვილდოსანი საჩუქარს გაძლევთ, იცოდეთ, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

3 მიზეზი, რატომაა მშვილდოსანი საუკეთესო მეგობარი
მშვილდოსანი შთაგაგონებთ და გიწვევთ. უშიშრები არიან? არა. ისინი გრძნობენ შიშს და მაინც მოქმედებენ. მათი დამოუკიდებლობის შემყურე, თავადაც იძენთ თავდაჯერებას ცხოვრებაში.
საოცრად ჭკვიანები არიან. ასაუბრეთ მშვილდოსანი საკითხზე, რომელიც მას უყვარს და ყოველთვის რაღაც ახალს ისწავლით.
გულწრფელი მშვილდოსანი არასდროს ისაუბრებს თქვენზე ზურგს უკან და თუ უკმაყოფილები არიან თქვენით, პირველი მისგან გაიგებთ. მშვილდოსანს დრამა არ აინტერესებს და იბრძოლებს იმისთვის, რომ დაგიახლოვდეთ.

სპირიტუალიზმი/სულიერება
საუკეთესო კრისტალები მშვილდოსნისთვის: ტოპაზი, ლაზურიტი ან ფირუზი. სამივე საუცხოო ქვაა მშვილდოსნის ენერგიისთვის და სამყაროში თავისუფლების დამკვიდრებისთვის. ისინი ახერხებენ მათ ტრანსფორმაციას, ანიჭებენ უარს გაუშვან და წინ წავიდნენ.

მშვილდოსნის სამკურნალო მანტრა: “ბედისწერის გზაზე ვარ.”

მშვილდოსნის სულიერი ფერი: ცისფერი/ღია ლურჯი მშვილდოსანს ახსენებს, რომ მუდამ ვითარდება და მისი ფიზიკური მანიფესტაცია უბრალოდ კიდევ ერთი ნაბიჯია სულის მარადიული მოგზაურობის პროცესში.

მშვილდოსნის სულიერი მხარე
მშვილდოსანი მგზნებარე, მკვლევარი და გონების, სხეულის და სულის სულიერ გზაზე გამაერთიანებელი ნიშანია. მშვილდოსანს სურს გამოსცადოს სულიერება, მედიტაცია, მარხვა, სიმღერა, რაც მათ დაეხმარება სულთან უფრო ახლოს იყვნენ. მშვილდოსანს მუდამ უნდა სჯეროდეს, რომ იპოვნის დიდ ძალას, რომელიც ადრეული წლებიდანვე იგრძნო, ეკლესიის ან ორგანიზებული რელიგიის მეშვეობით. მშვილდოსანმა შესაძლოა რამდენიმე სარწმუნოებაში სცადოს თავი, სანამ საკუთარ „რელიგიას“ არ იპოვნის და დაასკვნის რომ ეს მისთვის გარეთ ლაშქრობაა. მშვილდოსანს მორალური ცხოვრებით ცხოვრება სურს და შესაძლოა სულიერ ლიდერებზე ბევრი წიგნი წაიკითხოს, ფრაზები მოხაზოს და დაიმახსოვროს.
მშვილდოსანი ხშირად გვევლინება მორალურ ლიდერად და ხშირად უყურებენ სხვები მის შემოქმედებას როგორც სწორი საქმის მაგალითად. გულწრფელ მშვილდოსანს სწამს რომ უპატიოსნობა და ტყუილი ყველაზე საშინელი გზაა ადამიანისთვის გულის სატკენად. მშვილდოსანს სურს ჰქონდეს დაფასებული, გულახდილი ცხოვრება საკუთარი ღირებულებების წარმოჩენით, თუ რისი სჯერა ცხოვრებაში.

მშვილდოსნისთვის იღბლის მომტანი
ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს დაუმთავრებელი საქმე. მშვილდოსნისთვის ეს არის ისწავლოს სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება. მართალია, თეთრი ტყუილი შეიძლება მართალი არ იყოს, მაგრამ ეს ხანდახან ალტერნატივაზე უკეთესია. ეს იღბლის მომტანი პუნქტები დაეხმარებათ მშვილდოსნებს დაალაგონ ნებისმიერი რთული სიტუაცია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

გაიღეთ კომპლიმენტი. კარგად გამოიყურებით. ეს ჭეშმარიტი კომენტარია. რაც უფრო შეეჩვევით კომპლიმენტების თქმას, მით უკეთესი.
დაფიქრდით ვინმეს იდეაზე. შესაძლოა კონკრეტული შემოთავაზება საუკეთესო რამე არაა, რაც ცხოვრებაში გამოგიცდიათ, მაგრამ, შეგიძლიათ ხანდახან თავი მოაჩვენოთ, რომ ის კარგია?
მიეცით ვინმეს საშუალება იტიროს. არ გიყვართ ემოციების დანახვა და ამ მხრივ საქმეების „გამოსწორება“. მაგრამ, ხანდახან უბრალოდ გახდით სხვისი ემოციების მოწმე. ეს ცუდი საერთოდაც არაა!
იყავით მოხალისე ქველმოქმედებაში. მშვილდოსნები ხანდახან საკუთარ თავებში არიან ჩაკეტილნი და არ დგავენ ნაბიჯს რაიმე ცვლილებისთვის. იყავით ცვლილება თავად, დაისვარეთ ხელები და ამ მხრივაც შეისწავლეთ სამყარო!
დაპატიჟეთ სხვები თქვენთან ერთად. მშვილდოსნებს მარტოობა უყვართ, მაგრამ ხანდახან საუკეთესო გზაა გამოსცადოთ ცხოვრება მეწყვილესთან ერთად. შეიძლება მათ ისეთი რამ განახონ, რასაც მიჩვეული არ ხართ, შეგაჩერონ იმაზე, რასაც მნიშვნელობას არ ანიჭებდით. მშვილდოსნისთვის ვინმეს დაპატიჟება ნამდვილად ჭკვიანური საქციელი იქნება!

  მსგავსი სიახლეები