ტყუპები

ტყუპები

ელემენტი: ჰაერი

პოლარობა: პოზიტიური

ხარისხი: ცვლადი

მმართველი პლანეტა: მერკური

მმართველი სახლი: მესამე

ფერი: ყვითელი

იღბლიანი ქვა: ვეფხვის თვალი & ზურმუხტი

ყვავილი: ლავანდა & შროშანა

საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: ვერძი & ლომი

ეს ჭკვიანი, ვნებიანი და დინამიური ზოდიაქოს ნიშანი დახასიათებულია ტყუპების, კასტორის და პოლუქსის მიხედვით, რომლებიც ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში ნახევარძმებად არიან მოხსენიებულნი და ორი სხვადასხვა მხარე გააჩნიათ. კომუნიკაციის ექსპერტი ტყუპები ზოდიაქოს ქამელეონები არიან, ნებისმიერ ჯგუფთან ახდენენ ადაპტირებას და სათანადო ენერგიასა და განწყობას იოლად გადასცემენ. ისინი საუკეთესოდ იცნობენ როგორც საკითხის ზედაპირს, ასევე მის სიღრმესაც, რის გამოც ტყუპები ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურად ჭკვიან ნიშნად ითვლებიან.

ენერგიული და სწრაფი გონების პატრონი ტყუპები არასოდეს იჭედებიან წარსულში და არ განსჯიან რა შეიძლება მომხდარიყო. ამის მაგივრად, ოპტიმიზმით აღჭურვილები წინ მიიწევენ და აქვთ უნარი, ყოველთვის დადებით მხარეს შეხედონ – ნებისმიერ სიტუაციაში. გონებით მუდამ მოაზროვნეები, წყნარად დასვენების დროსაც კი არ იწყენენ. ტყუპები ბედნიერები არიან საკუთარ კამპანიაშიც და განმარტოებულად ჩაფიქრებულ ოცნებებს რეალობადაც ადვილად აქცევენ.

ტყუპები სიყვარულზე არიან შეყვარებულნი, ისინი გიჟდებიან მთელ ამ რიტუალზე. დაწყებული „ნეტა მოვწონვარ?“ ფიქრებით, გაგრძელებული პეპლებით მუცელში. ტყუპებს პაემნები ხიბლავს და ზოგადად სამყარო უყვარს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს მშვიდდებიან, იმიტომ რომ როცა პარტნიორს აირჩევენ, ლოიალურები და მყარები ხდებიან. სიმტკიცე მოწყენის სინონიმი არაა. ტყუპებს სიახლეები ხიბლავთ და საძინებელში დიდი სიამოვნებით გამოცდიან ყველაფერ ახალს. მათ საკუთარი სექსუალურობა ეამაყებათ და ხშირად ამოწმებენ მას, რათა საკუთარი სხეული ფორმაში ამყოფონ. მათთვის სექსი ცხოვრების დღესასწაულია და ტყუპებს ორივე ძალიან უყვარს: ცხოვრებაც და სექსიც.

მიუხედავად ორსახოვნებისა, როგორც კი ტყუპები თქვენს ცხოვრებაში მოხვდებიან, დარწმუნდებით რომ ერთგულები იქნებიან. მათ არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, თუ ფიქრობენ, რომ რამეს არ ეთანხმებიან ან თუ ხედავენ, რომ თქვენ არ ხართ მათ მიმართ ლოიალურები. ეს ნიშანი ყოველთვის ხედავს სიტუაციის ყველა მხარეს და პრობლემის საფუძველში ჩაძიებამდე მეგობრებს შეეკითხებიან აზრს. ეს არაა ჭორაობა, ეს ინფორმაციის მოგროვებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები ყველანაირი ძალისხმევის გარეშეც კი ნებისმიერ წვეულებას სიცოცხლეს მატებენ, მათ ასევე ღრმა ემოციური მხარე გააჩნიათ, რომელსაც მოვლა და გამოკვება სჭირდება. ტყუპებს უყვართ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა კითხვისთვის, შექმნისთვის, ოცნებისთვის და სხვა ხერხებისთვის, რომელთა მეშვეობითაც სამყაროს საჩუქრებს უძღვნიან. როცა ტყუპებს რეალურად შეუძლიათ საჩუქრების გაზიარება, შეუზღუდავი ენერგიის ძალით აღიჭურვებიან, რაც მათ მოტივაციას და შთაგონებას ანიჭებს და სხვა ზოდიაქოს ნიშნებს ხიბლავს.

 

ტყუპების დევიზი

“მე ვამჟღავნებ ჩემს რეალობას.”

 

ტყუპები არაჩვეულებრივები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:

G გულუხვი

E ემოციურად სრულყოფილი

M მოტივირებული

I კრეატიული

N კეთილი

I ინტელიგენტი

 

ტყუპების საუკეთესო თვისებები

თითქმის იდუმალი ემოციური ინტელექტით აღჭურვილი ტყუპები ადვილად კითხულობენ სივრცეს და ზუსტად იციან რა სურთ სხვა ადამიანებს, რომ მათგან მოისმინონ. პიროვნულობას იოლად შეიცვლიან ხასიათის მიხედვით. პარასკევს საღამოს წვეულებას დაიპყრობენ, ორშაბათს დილას კი ოფისში სუპერვარსკვლავად მოგვევლინებიან. ენერგიული და ვნებიანი ტყუპები ძველ რუტინას ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ და სხვებს უბრალოდ მათი ყოფნით გაახალისებენ.

 

ტყუპების უდიდესი გამოწვევები

სოციალურმა ქამელეონობამ ზოგჯერ ტყუპებს შესაძლოა ორსახოვნების რეპუტაცია შეუქმნას. ხანდახან მათ ურჩევნიათ სხვებს კონკრეტულ კონფლიქტზე ესაუბრონ, იმის მაგივრად, რომ მიმართონ თავად იმ ადამიანს, ვინც ამ პრობლემას იწვევს. ასევე, ტყუპები ცნობილები არიან ჭორის სტიმულაციით, რათა მოვლენები საინტერესო გახადონ.

 

ტყუპების საიდუმლო იარაღი

ინტელექტი. სწრაფად აზროვნებენ და სიტუაციაში ზებუნებრივად ერკვევიან. ბევრი სიტყვის თქმის გარეშე, ტყუპებმა იციან რა არის დღის წესრიგში, ვინაა კარგი მოკავშირე და ვის სჭირდება ხელის შეწყობა. ამის გამო, ტყუპები არაჩვეულებრივი მეგობრები, ლიდერები და ადამიანები არიან, ვისი ყოფნითაც ცხოვრებაში იღბალი გექნებათ.

 

5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ ტყუპობით
  1. ტყუპები ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლის მიმართ ადაპტირებულნი არიან. არ ეძებენ პოპულარობას, მაგრამ საოცარი უნარების წყალობით იკონტაქტონ და გაერკვნენ ყველაფერში, პოპულარობა მათთან თავისით მოდის.
  2. ძალიან ჭკვიანი ტყუპები ადაპტირებულნი არიან სიტუაციის 360 გრადუსით შეფასებისას და იშვიათად ყოყმანობენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმისას.
  3. კომუნიკაციის სახლის, მერკურის მიერ მმართველობის გამო, ტყუპებს შეუძლიათ გააჟღერონ ის, რაც ზუსტად სჭირდებათ. მაშინაც კი, როცა არაპოპულარული მოსაზრება აქვთ, მაცდური უნარით ხალხს სწორედ იმ გზისკენ წაიყვანენ, რაც გონებაში აქვთ.
  4. ვის სჭირდება კოფეინი? ენერგიით სავსე ტყუპებს ნამდვილად არა. ამ ზოდიაქოს ნიშანს ბევრი საქმის ერთად კეთება ადვილად გამოსდის. უხელმძღვანელებენ სხვადასხვა პროექტს და თითოეულ მათგანში წარმატებას მიაღწევენ.
  5. გარეშე პირები ტყუპებს მისტიკურად აღიქვამენ, რადგან მათ ადვილად შეამჩნევთ ღრმა ბუნებას ფერადი და აქტიური ექსტერიერის მიღმა.

 

ცნობილი ტყუპები

კენდრიკ ლამარი, აზელია ბენქსი, იგი აზალეა, ანჯელინა ჯოლი, ნატალი პორტმანი

 

ტყუპები

ტყუპების მეგობრობის სტილი

ცუდი ამბავი: ტყუპებს დაავიწყდებათ თქვენი დაბადების დღე ან პაემანი, რომელიც 1 თვის წინ კალენდარზე მოუნიშნეთ. კარგი ამბავი: ამას გააზრებულად არ აკეთებენ, ეს თქვენ არ გეხებათ. მხიარული, გონიერი და მოლაპარაკე ტყუპები ბევრს გაცინებთ, რაც ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დაგრჩებათ. ტყუპებს დრამის წახალისება შეუძლიათ და ჩვეულებრივ ყავის პაემანსაც კი საინტერესოს გახდიან, გაგაოცებენ თქვენი ლატეს უცხოური აქცენტით შეკვეთისას ან მოითხოვენ მათ თავში შედგენილ უცნაურ ნარევს. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს უამრავი მეგობარი ჰყავთ და მათი კალენდარი გადატენილია, როცა თქვენთან არიან, ერთადერთი ხართ, რომელსაც მისთვის მნიშვნელობა აქვს. თუ ფიქრობთ, რომ ისინი ძალიან კარგად გიცნობენ, თქვენ გაცილებით დიდი ხანი დაგჭირდებათ ის რომ გაიცნოთ. ტყუპებს ადამიანებთან კონტაქტი ხიბლავთ, მაგრამ საკუთარი თავი შეუძლიათ მათგან დაიცვან.

 

საუკეთესო მეგობარი ტყუპებისთვის: მერწყული

დამოუკიდებელ მერწყულებს უყვართ ტყუპები თავიანთი ენერგიის, ენთუზიაზმის და სიცოცხლის სიყვარულის გამო. ეს ორი ნიშანი ერთად კრეატიული და ჭკვიანია. თავს კომფორტულად გრძნობენ წიგნების გაცვლით, საღამოების მუზეუმში გატარებით და დიდ იდეებზე დებატებით. მერწყულები არ ჩაკირკიტებენ ტყუპების მუდმივად ცვალებად ხასიათს, ისე როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნები. როცა ტყუპებს სივრცე სჭირდება, მერწყული უკან იხევს და არც კითხვებით აბეზრებს თავს. მერწყულებს ესმით ტყუპების სოციალიზაციის სიყვარული, რადგანაც თავადაც უყვართ ეს და არ ეჭვიანობენ, როცა ტყუპი მეგობარი გასართობად სხვა მეგობართან ერთად მიდის. მერწყული პატივს სცემს ტყუპების დინამიურობას.

 

როგორ დავუმეგობრდეთ ტყუპებს

იყავით მიმზიდველი. ტყუპებისთვის მეგობრობა ფლირტ ფესტივალია, აფასებენ კომპლიმენტებს, ოხუნჯობას და არშიყობას თქვენი მხრიდან. ხალხში მარტო მყოფი ტყუპების პირველად შემჩნევისას, დაპატიჟეთ ის უფრო ფართომასშტაბურ წვეულებაზე ერთი ერთში საუბრის ნაცვლად. რამდენიმე ინიციატორული დიალოგი წვეულებაზე, ყველაფერს უფრო მარტივს გახდის და თქვენს სამომავლო მეგობრობას დასაბამს მისცემს.

 

როგორ შევინარჩუნოთ ტყუპებთან მეგობრობა

აპატიეთ. თქვენს ცხოვრებაში გაჩენისას ეს ცვალებადი ნიშანი გაჩვენებთ სიყვარულსა და ერთგულებას, თუმცა, ისინი ასევე დაივიწყებენ თარიღებს და შესაძლოა ისაუბრონ ზურგს უკან. თუ ფიქრობთ, რომ ტყუპი მეგობარი გჭორავთ, პირდაპირ კითხეთ მას ამის შესახებ. აღნიშნული ქმედების მიზანი ისტორიის ყველა მხრის მოსმენაა და არ სურთ უთანხმოება გამოიწვიონ, თუ ერთი საწინააღმდეგო მიზეზი მაინც არსებობს.

 

3 მიზეზი რატომაა ტყუპები ბრწყინვალე მეგობარი
  • მხიარული და უშიშარი ტყუპები დაგეხმარებიან ოცნებების და სურვილების ახდენაში. თუ გსურთ რაიმე გაკეთდეს, მოახსენეთ ტყუპებს. სქაიდაივინგია თქვენს მიზნებში? არ გაგიკვირდეთ თუ შემდეგ შეხვედრას აეროდრომზე დაგინიშნავთ.
  • ტყუპები კულტურის მცოდნეები არიან. ყოველთვის იციან საუკეთესო წიგნი წასაკითხად, ფილმი სანახავად და მუზეუმი გამოსაკვლევად. ისინი თავიანთ აღმოჩენებს მეგობრებს უზიარებენ და შეუძლიათ აუხსნან რატომაა ხელოვნების ეს ნიმუში უნიკალური შევედრი ისე, რომ თავი სულელად ან გაუნათლებლად არ აგრძნობინონ.
  • ტყუპები ყველაფერს ამჩნევენ. ამ ნიშანს უყვარს, როცა ადამიანებს თავს ღირებულად აგრძნობინებენ და აუცილებლად შეაქებენ თქვენს სამოსს, იდეას ან ინსტაგრამის გვერდს. როცა კომპლიმენტს გეუბნებიან, დარწმუნებულები იყავით, რომ სამართლიანია და თავს მშვენივრად იგრძნობთ.

 

ტყუპები

ტყუპების ჯანმრთელობა

ტყუპების ავადმყოფობა: ყელის ტკივილი

ტყუპების სიძლიერე: ოპტიმიზმი

ტყუპების სისუსტე: ტყუპები ყურებს ხელებით იცობენ და თავი მოაქვთ, თითქოს არაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ უდარდელობა შეიძლება გამოსადეგარი თვისება იყოს, საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ ზუსტი მოსაზრების ქონა ასევე საკმაოდ გამოსადეგარი თვისებაა ტყუპებისთვის. ეს განსაკუთრებით ექიმის ოფისში ხდება ნათელი, რაც მათ ჯანსაღი ცხოვრების შენარჩუნებაში ეხმარება.

 

საუკეთესო ფიტნეს რუტინა ტყუპებისთვის

ტყუპებს უყვართ მიზნები და გეგმები, მაგრამ ასევე, სწყინდებათ ბევრი გამერეობა. ფიტნესის სტრიმინგი იდეალური გამოსავალია, რადგანაც ტყუპებს ახალი რაღაცეების გამოცდა ხიბლავთ, ასევე შეუძლიათ თავი უფრო ძლიერად აღიქვან და ძველი სავარჯიშოები არ აკეთონ. ტყუპებს ასევე უყვართ ჯგუფში მუშაობა. გუნდის წევრობა და მეტოქეების ყოლა მოტივაციის სურვილს და კონტაქტის შესაძლებლობას აძლევს. არ ადარდებთ წააგებენ თუ მოიგებენ, მთავარია კარგი დრო ატარონ. ისინი ბედნიერები იქნებიან ჯგუფის გვერდიდან მხარდაჭერითაც.

 

ტყუპების გაციება და ხველა

ფილტვებით მართულ ტყუპებს ხშირად ემართებათ ხველა, გაციება და სეზონური ალერგიები. ტყუპები როგორც წესი მტკიცედ გადიან გაციების პერიოდს. თუმცა, ამ პრობლემის წინაშე ყველაზე მეტად მაშინ დგებიან, როცა სუსტ და საკუთარი ბუნებისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ბუნებრივია მიაკითხონ ექიმს, მაგრამ ტყუპები საკუთარ ინტუიციას მიყვებიან, რათა თავი ჯანმრთელად იგრძნონ. ეს ნიშანი ასევე მართულია ხელებითა და თითებით, ამიტომაც ტყუპებს შესაძლოა აღმოაჩნდეთ ართრიტი, დასიება, სენსიტიურობა, გაყინვა… ტყუპებს უყვართ კომუნიკაცია და რადგანაც ციფრული კომუნიკაცია თითებზეა დამყარებული, მაჯის ნერვის დაზიანების სინდრომი შეიძლება წარმოიშვას. ტყუპებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბრწყინვალების გასაღებია.

 

10 გზა იმისთვის, რომ ტყუპებმა ცუდად ყოფნა დაამარცხონ
  1. აქტიური, ოპტიმისტი და მუდამ გამოსავლის მაძიებელი ტყუპები საკუთარ თავს არ აძლევენ საშუალებას ცუდად იყვნენ. მაგრამ განცდების გააზრება კარგად გახდომის გასაღებია. წარმოგიდგენთ 10 ხერხს ცუდად ყოფნის დასაძლევად.
  2. ისაუბრეთ. კომუნიკაციის პროფესიონალები, საუბრით წარმატებას აღწევენ. ხმამაღლა საუბარი დაეხმარებათ გაანალიზონ რაზე ფიქრობენ რეალურად.
  3. იყავით ორგანიზებული. შესაძლოა ქაოტურები ჩანან, მაგრამ ტყუპებს ორგანიზების საკუთარი სისტემა აქვთ და გიჟდებიან, როცა რამის პოვნა არ შეუძლიათ.
  4. მოამზადეთ კერძი. კრეატიულ ტყუპებს სამზარეულოში ხელების დასვრა უყვართ. მათთვის მნიშვნელოვანია პროცესი და არა ფინალური შედეგი. ბედნიერები არიან თუ რაღაც ახალს ისწავლიან და მათი კერძი ისეთი არ იქნება, როგორსაც ელოდნენ.
  5. წაიკითხეთ საყვარელი წიგნი. ტყუპებს უყვართ დაუბრუნდნენ საყვარელ წიგნს ისევ და ისევ. უყვართ ახალი ცოდნის დაუფლება და ძველი ფავორიტებისგან მნიშვნელოვანი რამეების ხაზგასმა.
    მოუსმინეთ მუსიკას. შხაპში სიმღერაც კი დაეხმარებათ ტყუპებს დამშვიდდნენ და საკუთარ ნამდვილ მხარესთან დაკონტაქტდნენ.
  6. გაისეირნეთ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ტყუპებს უყვართ ხალხით გარშემორტყმა, ხანდახან მათთვის საუკეთესო ადგილი ბრბოში ჩაკარგვაა. ისეირნეთ ქალაქის ქუჩებში, მოუსმინეთ უცხოთა საუბარს, რაც კარგ გუნებაზე დაგაყენებთ.
  7. დარგეთ. ამ ჰაერის ნიშანს ხანდახან მიწასთან მუშაობა ხიბლავს. მცენარის დარგვა ერთ-ერთი კარგი გამოსავალია.
  8. ეთამაშეთ ბავშვებს. ტყუპებს მოსწონთ ბავშვის გამოგონილ სამყაროში მოხვედრა თამაშისას და მათი თვალებით მსოფლიოს დანახვა.
  9. ჩასქროლეთ ინსტაგრამი. ტყუპებს ინსპირაციის მიღება ყველა მხრიდან სჭირდებათ, მათ შორის სხვების მიერ გაზიარებული სამყაროს ხედვიდან. ეძებეთ სამოგზაურო ჰეშთეგები ინსტაგრამზე, რაც საუკეთესო გზაა გაახალისოთ გონება.
  10. ეფლირტავეთ. იქნება ეს მოწონების ობიექტი თუ უცნობი, ფლირტის დამყარება ტყუპების საყვარელი თავშესაქცევია.

 

სამკურნალო მცენარეები ტყუპებისთვის

ორეგანო და ძირა: ეს მცენარეები ტყუპების ენერგიას გააქტიურებს, საშუალებას მისცემს შეასრულონ საქმეები ოცნებაში დროის გაყვანის ნაცვლად.

ოხრახუში: ის არაა მხოლოდ სალათებისთვის განკუთვნილი. ეს მცენარე გდამწყვეტ როლს თამაშობს ტყუპებისთვის. შეუძლია ყელის პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს, ამიტომაც ტყუპების სამედიცინო კაბინეტში უნდა დამკვიდრდეს.

ლავანდა: დაკავშირებულია პლანეტა მერკურისთან. ლავანდა ტყუპებს დამშვიდებაში ეხმარება და სასიამოვნო სიზმრებს გვრის, ეხმარება ფოკუსირებაში და საშუალებას აძლევს ენერგიით აივსონ.

ანისული: მისგან მიღებული თაფლი ტყუპებს დაავადებების დაცხრომაში დაეხმარება, ასევე დააძლევინებს შესასრულებელ გეგმებს.

  მსგავსი სიახლეები