მთავარი ვერძი

ვერძი

by guramus

ელემენტი: ცეცხლი

პოლარობა: დადებითი

ხარისხი: კარდინალური

მმართველი პლანეტა: მარსი

მმართველი სახლი: პირველი

ფერი: წითელი

იღბლიანი ქვა: ალმასი

ყვავილი: თავცეცხლა & ცხრატყავა

საუკეთესო სასიყვარულო მეწყვილე: მშვილდოსანი.

 

ზოდიაქოს პირველი ნიშანი – ვერძი წინამძღოლია. ვნებიანი და დამოუკიდებელი ვერძები არასდროს გააკეთებენ რაიმეს მხოლოდ იმის გამო, რომ ამას ყველა აკეთებს. ამ ზოდიაქოს ნიშანმა საქმეს თავისი 100% უნდა მიუძღვნას. მეტოქეობის მოყვარული ვერძის საუკეთესო მოტივირებას საკითხის შეჯიბრად გადაქცევით შეძლებთ. ვერძები მოგებისთვის ყველაფერს გაიღებენ. ლოიალურს, ჭკვიანსა და იმპულსურს ყოველთვის უმარავი პროექტი აქვს თავში და იქამდე ვერ მიიღებენ სიამოვნებას სანამ მათი სამსახური, სოციალური და პირადი ცხოვრება მათ წარმოსახვით საოცნებო ცხოვრებას არ გაუტოლდება. ის ვინც მაცდურმა ვერძმა მიიზიდა, მისი ატანა გაუჭირდება, თუმცა თუ შეძლებს, ცხოვრების მეგობარი ეყოლება.

ვერძი ყოველთვის იტყვის რაზეც ფიქრობს, ამას გულწრფელად აკეთებს, რაც ხანდახან სიუხეშეს ესაზღვრება. თუ ვერძის აზრი ჩამოუყალიბებელია, ესეც იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მეტად გულწრფელობის დამფასებლები არიან. ეს ორმაგად მუშაობს. მაშინ, როცა ვერძები პირველები იქნებიან, რომლებიც გეტყვიან, რომ რაღაცას ნაკლები მონდომებით აკეთებთ, ისინი ასევე პირველები შეგაქებენ კარგად შესრულებული დავალებისთვის. ვერძების მოთმინების ხაზი საკმაოდ მოკლეა. მათი ცეცხლოვანი ტემპერამენტი ძალიან მალე იჩენს თავს. როცა ვერძი გაბრაზებულია, პასივ-აგრესიულ თამაშს არასდროს ითამაშებს. ადამიანები, რომლებიც მათ კარგად არ იცნობენ, შესაძლოა, მათმა ტემპერამენტმა გამოფიტოს. ისწავლონ როგორ მართონ ბრაზი სხვადასხვა ხერხებით – სავარჯიშო დარბაზში წასვლით, ღრმა სუნთქვით, რელაქსაციით, სანამ საკუთარ ფიქრებს მთელი მსოფლიოს გასაგებად დაპოსტავენ, ვერძებისთვის ძალიან რთულად მისაღწევადი პროცესია.

რაც შეეხება სივარულს, ვერძები მოხიბვლის ინიციატორები არიან. მათ ქიმიის შეგრძნება ადამიანთან პირველივე წინადადების დროს შეუძლიათ. ამ დროსვე ხედავენ მათში პოტენციურ პარტნიორს. პირდაპირები და თამამები ყველანაირ შინაგან ძალას გამოიყენებენ, რომ მოიპოვონ ის, ვინც სურთ. ხანდახან საჭიროა პროცესის შენელება და გრძელვადიანი კონტაქტის წახალისება ისწავლონ. ფეირვერკი სახალისოა, მაგრამ აუცილებლად კარგი შეწყვილების გარანტია არაა. ვერძები საოცარი საყვარლები არიან: ვნებიანები, მრავალმხრივები და მომენტის გამომყენებლები.

 

ვერძის დევიზი

“როცა საკუთარ თავს იცნობ, სრულად უფლებამოსილი ხარ. როცა საკუთარ თავს იღებ ისეთს, როგორიც ხარ, უძლეველი ხდები“

 

ვერძები მშვენიერები არიან! მათი ლათინური დასახელება ყველაფერს ამბობს:

A თავდაჯერებული

R გამომაცოცხლებელი

I დამოუკიდებელი

E ენერგიული

S სექსუალური

 

ვერძის საუკეთესო თვისებები

იქნება ეს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, ბიზნესის ჩაშვება თუ მარათონის გავლა, საკმარისია ვერძმა მიზანი დაისახოს, ის მას აუცილებლად მიაღწევს. არ ადარდებთ სხვები რას ფიქრობენ, ინტუიციასა და ოცნებას გულისცემად აქცევენ. ვერძებს არასდროს სჭირდებათ პლუს ერთი ადამიანი – სადმე წასვლისას ისინი საკუთარი კამპანიითაც მიიღებენ სიამოვნებას, თუნდაც კინოჩვენებაზე.

 

ვერძის უდიდესი გამოწვევები

ვერძებისთვის სამყაროს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ უჭირთ ისმინონ, ნაკლებ რამეს დათანხმდნენ, ალტერნატიული გზები იპოვნონ. შენელებაც რთულია. ვერძის გონება წუთში მილიონ კილომეტრს გადის და სხვების გამო დაყოვნება აუტანელი შეიძლება გახდეს. მაგრამ, როცა საქმე ურთიერთობების შენარჩუნებას ეხება, ვერძებმა ადაპტირება და ყოფნის, კეთების, ხედვის სხვა გზები უნდა ისწავლონ, რათა გონებაში ჩაწვდნენ მათ.

 

ვერძის საიდუმლო იარაღი

ძლიერი, მტკიცე და ცეცხლში გამოჭედილი ვერძის საიდუმლო იარაღი რკინაა, ერთ-ერთი უძლიერესი ელემენტი. შედუღება, ჩამოსხმა, გამოჭედვა, გამოწრთობა თუ გამობრძმედა – რკინას შეუზღუდავი რაოდენობის ფორმის და ხარისხის მიღება შეუძლია. ვერძებისთვის რკინით მდიდარი დიეტა აამაღლებს მათ დამოუკიდებლობასა და სისრულეში მოყვანის სურვილს.

 

5 მიზეზი, რატომ უნდა იამაყოთ ვერძობით
  • თქვენ ხართ ყველაზე მამაცი და ამბიციური ნიშანი, ყველა გუნდის ლიდერი.
  • თქვენი სიმტკიცე შეუდარებელია, როცა საქმე იმის მოპოვებას ეხება, რაც გსურთ.
  • ბევრს მუშაობთ, მაგრამ კარგადაც ერთობით – ყველა წვეულების სული ხართ!
  • ადვილად შედიხართ კონტაქტში და სიამოვნებას იღებთ ყველანაირი სახის ადამიანებით შემდგარ კამპანიაში.
  • იმპულსური ხართ. ხანდახან ჯერ მოქმედება და შემდეგ გაანალიზება სარისკოა, მაგრამ ხშირად არა. ამას ერთხელ ცხოვრების გარემოებამდე მივყავართ.

 

ცნობილი ვერძები

Big Sean, მარლონ ბრანდო, ჩარლი ჩაპლინი, ჯოან კროუფორდი, ლეონარდო და ვინჩი, რობერტ დაუნი უმცროსი, ჯეიმს ფრანკო, რობერტ ფროსტი, ლედი გაგა, ჰარი ჰუდინი, ტომას ჯეფერსონი, კირა ნაიტლი, ვინსენტ ვან გოგი, ემა ვოთსონი, რიზ უიზერსპუნი.

 

ვერძების მეგობრობის სტილი

„აქტიურობა“ ამ ნიშნის საკვანძო სიტყვაა. როცა საქმე ვერძების მეგობრებს ეხებათ, რაც უფრო მრავალფეროვანია, მით უკეთესი. მათთან შეხვედრა და კონტაქტში შესვლა მარტივია, ვერძები ცხოვრების მანძილზე უამრავ კონტაქტს ამყარებენ. ხანგრძლივი მეგობრობა რთულია. მხოლოდ ისინი, ვინც მასსავით ენერგიულები და მონდომებულები არიან, რომ კონტაქტი არ დაკარგონ, ახერხებენ დიდხნიანი კავშირის დამყარებას. ვერძები შთაგონებულები არიან თავგადასავლით და უამრავი ყავის პაემანი მობეზრდებათ. იფიქრეთ ლაშქრობაზე, მეთუნეობის გაკვეთილებზე, თამაშებზე – ყველაფერი, რაც ახალია და გარკვეულ ქმედებას გულისხმობს.

 

საუკეთესო მეგობარი: სასწორი

ისეთივე ვნებიანი, მაგრამ უფრო დაბალანსებული და ზომიერი ნიშანი. როცა საქმე დადებით და უარყოფით მხარეებს ეხება, სასწორს შეუძლია ვერძის ველური იდეები განხორციელებადი გახადოს. როცა ვერძი თავგადასავლის ძიებითაა დაკავებული, სასწორს მისი შანსებისკენ მიზიდვა შეუძლია. მხიარული და უშიშარი ვერძი საუკეთესო მეწყვილეა უფრო რაციონალური ენერგიის მქონე და მტკიცე სასწორის.

 

როგორ დავუმეგობრდეთ ვერძს

იყავით პირდაპირი. გულწრფელი კომპლიმენტით ვერძთან შორს წახვალთ და გულახდილ, კეთილსინდისიერ ტონს დაიჭერთ.

 

როგორ შევინარჩუნოთ ვერძთან მეგობრობა

ვერძები სენტიმენტალურები არ არიან და შეიძლება რამდენიმე თვე არ მოგიკითხონ. დარჩით კონტაქტზე და ჩაყვინთეთ იქ, სადაც იმ პერიოდში ისინი საქმიანობენ.

 

3 მიზეზი, რატომაა ვერძი ბრწყინვალე მეგობარი:
  • სამყაროზე ფართო შეხედულება აქვთ. თითოეულ მომენტს და ურთიერთობას უყურებენ როგორც ახალ შესაძლებლობას გამოხატონ საკუთარი თავი და მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება.
  • ვერძების ლეგენდარული სპონტანურობა ნიშნავს, რომ არასდროს გეცოდინებათ რა გელით ქუჩის კუთხეში, როცა მათთან ერთად ხართ.
  • ვერძების ერთ-ერთი დევიზია: „არასდროს გამაზო!“ და როცა მათ მხარეს ხართ, არც თქვენ გამოტოვებთ რამეს.