ზოდიაქოს 3 ყველაზე მარტოსული ნიშანი

loading...

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანებს, ვისაც მარტოობის პანიკურად ეშინიათ არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ. ამიტომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან დარჩენილიც კომფორტულად გრძნობს თავს რეალურად არის ფსიქოლოგიურად ძლიერიც და თავისუფალიც.

თუმცა არსებობს ხალხი, რომელთაც მარტოობის განცდა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, თუმცა ხასიათიდან გამომდინარე უჭირთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტა დიდწილად განაპირობებს იმას, რა დოზითაა ჩვენში მარტოობისკენ მიდრეკილება.

loading...

მორიელი – მისი მარტოსულობის საიდუმლო რთულ ხასიათში იმალება. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი თავისი ბუნებით უსაზღვროდ მოსიყვარულე და თბილია, ურთიერთობაში ხშირად საქმეს აფუჭებს მისი მაქსიმალისტური ხასიათი და ეჭვიანობა.

შესაბამისად, მორიელთან ხანგრძლივვადიანი კავშირი დიდ კომპრომისს და თავგანწირვას ითხოვს. ამიტომაც ეთვისებიან მას კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები.

თხის რქა – სატურნი, თხის რქის მმართველი შეზღუდვებსა და დეპრესიებზეა პასუხისმგებელი. ბევრი თხის რქა, ბავშვობიდან თავშეკავებული, ემოციურად ცივი და უთქმელი ადამიანია. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ რეალურად არ შეუძლიათ მძაფრი გრძნობების განცდა.

გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

loading...
loading...


კომენტარები



ასევე დაგაინტერესებთ