ზოოტოპია – ანიმაციური ფილმი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

loading...

ზოოტოპია 2016 წელს შექმნილი ანიმაციური ფილმია, რომელიც უოლტ დისნეი ფიქჩერსმა გადაიღო. ფილმი ძალიან წარმატებული გამოვიდა და ყველანაირი რეკორდი მოხსნა ანიმაციურ ჟანრში.

loading...

ზოოტოპია არის ცხოველების ქალაქი. ერთ დღესაც პატარა საყვარელი ბაჭია გადაწყვეტს აისრულოს ბავშვობის ოცნება და გახდეს პოლიციის ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იგი მელიას გაიცნობს. მათი მხიარული თავგადასავალი ნამდვილად სასიამოვნო საყურებელია.

ფილმის მთავარი ღირსება უმაღლესი დონის გრაფიკაა. თითოეული პერსონაჟის შექმნისთვის ძალიან დიდი შრომაა გაწეული. მაგალითისთვის, ჟირაფის სხეული 2 მილიონი ბეწვისგან შედგება. დამეთანხმებით, რომ ძალიან მონდომებით არის შექმნილი ეს ფილმი.

ზოოტოპიას ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით ფილმმა 1.5 მილიარდი ამერიკული დოლარის მოგება ნახა.

loading...
loading...


კომენტარები



ასევე დაგაინტერესებთ