თაფლი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, ბევრი მას შაქრის ალტერნატივად იყენებს. იგი ახდენს შაქრის მონელების სტიმულირებას, ორგანიზმს კი ამარაგებს აუცილებელი მიკროელემენტებით, განამტკიცებს იმუნიტეტს და ხსნის სტრესს.
თუმცა ყველანაირი სარგებელი შესაძლებელია მივიღოთ მხოლოდ ხარისხიანი თაფლისგან, რომელიც არ არის ფალსიფიცირებული. გთავაზობთ საშუალებებს, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ თაფლის ნატურალურობა სახლის პირობებში.
თაფლის ხარისხის შემოწმება სახლის პირობებში
თაფლის ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ქილაში წარმოიქმნას თეთრი ქაფი. ბევრს ეს აშინებს. თაფლი შეიძლება არ იყოს დამწიფებული ან მასში იყოს რაიმე მინარევი. შეიძლება თუ არა ასეთი თაფლის ჭამა?
რეალურად თეთრი ქაფი – ნატურალური თაფლის გლუკოზაა. მისი არსებობა მოწმობს, რომ თაფლი ცოცხალია და არ დამუშავებულა თერმულად. ეს ქაფი გემოთი ჰგავს კანფეტს, თუმცა მასზე გემრიელი და სასარგებლოა.
ასეთი თაფლი ხარისხიანი, ცოცხალი და ნატურალურია. ის შეგიძლიათ მიირთვათ თავისუფლად და სიამოვნებით, თუმცა ეს ქაფი ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ წარმოიქმნება, ამიტომ საჭიროა თაფლის ხარისხის სხვა საშუალებების გამოყენება.
- ზოგჯერ თაფლს ამატებენ ჩვეულებრივ სახამებელს. მის აღმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ იოდის რამდენიმე წვეთი. ამისთვის ცოტა თაფლი განაზავეთ თბილწყლიან ჭიქაში და ჩააწვეთეთ იოდი. თუ წყალი გალურჯდება, ესე იგი, თაფლში სახამებელია.
- თაფლის ნატურალურობის დასადგენად მავთულის ნაჭერი გაახურეთ და ჩაუშვით თაფლში. თუ იგი მიეკვრება ლითონს, ეს ნიშნავს, რომ თაფლი ფალსიფიცირებულია. ხოლო თუ მავთული სუფთად დარჩა, თაფლი ნატურალურია.
- ხარისხიანი თაფლი არ იწვის და არ დნება მაღალი ტემპერატურის გავლენით. ამიტომ შესამოწმებლად საკმარისია ის დააწვეთოთ ქაღალდზე და ცეცხლი წაუკიდოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ თაფლი გაყავისფრდა, ესე იგი, ფუტკრებს აჭმევდნენ შაქარს.
დიდი მნიშვნელობა აქვს თაფლის ვიზუალს. ხარისხიანი პროდუქტი საკმაოდ სქელია. ეს კარგად შეიმჩნევა ქილაში გადასხმისას. საქმე ისაა, რომ თაფლი შეიცავს მხოლოდ 17-30% წყალს. ერთლიტრიან ქილაში არსებული განუზავებელი თაფლი იწონის თითქმის 1,5 კგ-ს.
შეგიძლიათ შეამოწმოთ ასეც: თუ თაფლი უბრალოდ წვეთავს კოვზიდან, მისი ყიდვა არ ღირს. ნატურალური თაფლი უნდა იწელებოდეს წვრილი ძაფივით.
ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ შეამოწმოთ თაფლის ხარისხი სახლის პირობებში. რა თქმა უნდა, უმჯობესია ის შეიძინოთ სანდო მეფუტკრეებთან, ვიდრე სახლში ატაროთ ექსპერიმენტები. თუმცა პირველი შეძენისას შემოწმება აუცილებელია. არ იყიდოთ თავიდანვე დიდი რაოდენობა. სინჯეთ მცირე ზომების ყიდვა და თუ გაწყობთ, შემდეგ კვლავ შეიძინეთ.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!