მთავარი რჩევები გაანადგურეთ ბაქტერიები, ვირუსები და სოკო ერთი პროდუქტით! – ეს აუცლებლად უნდა გქონდეთ სახლში!

გაანადგურეთ ბაქტერიები, ვირუსები და სოკო ერთი პროდუქტით! – ეს აუცლებლად უნდა გქონდეთ სახლში!

by guramus

ფუტკრის მიერ მომზადებული თაფლი რომ სასწაულებს ახდენს, უკვე ვიცით და ახლა მინდა გაგაცნოთ ახალი პროდუქტი, რომელიც სასწაულ შედეგს იძლევა ვირუსებთან, სოკოსთან და ბაქტერიებთან საბრძოლველად.

დინდგელი, იგივე პროპოლისი ფუტკრის საჭმლისმომნელებელი ფერმენტებისა და მცენარეთა ფისისებური ნივთიერებების ურთიერთშერევით წარმოიქმნება. ფუტკარს დინდგელი სკის დასაცავად ჭირდება, ადამიანი კი მას სამკურნალოდ იყენებს.

ძველი ხალხური მედიცინა მის უამრავ გამოყენებას იცნობს. თუმცა თანამედროვე ექიმები სულ უფრო და უფრო ახალ გამოყენებას უძებნიან. ყველაზე გავრცელებული მეთოდი მისი უბრალო დაღეჭვა ან რძეში დამატებაა.

დინდგელის შინაგანი გამოყენების დროს ქრება ანთებითი პროცესები, მოქმედებს როგორც ანტიოსიდანტი. გარეგანი მოხმარება კი უფრო ფართო აქვს. დინდგელი ადეზინფიცირებს და ახორცებს ჭრილობებს, ახდენს კანის რეგენერაციას, აყუჩებს ტკივილს, კლავს სოკოს.

ყველაზე ფართოდ დინდგელის 10%-იანი ნაყენი გამოიყენება. ფიზიოლოგიურ ხსნარში დაამატეთ დინდგელი 1:10 პროპირციით. ჰაიმორიტის დროს ჩაიწვეთეთ ცხვირში 2-2 წვეთი.

ოტიტის დროს ყურში მოითავსეთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი.

დინდგელის ნაყენით ინჰალაციას (1 წვეთი ნაყენი 5 მლ. ფიზიოლოგიურ ხსნარზე) იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების დროს. მომზადებული ხსნარი უნდა ჩავასხათ ინჰალატორში.

კუჭის დაავადებების სამკურნალოდ 15-20 წვეთ ნაყენს უნდა დავუმატოთ 100 მლ. თბილი წყალი და მივიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: