მთავარი ურთიერთობები მამაკაცის 8 ტიპი, რომლებსაც სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ – მათთან ცხოვრება რთულია

მამაკაცის 8 ტიპი, რომლებსაც სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ – მათთან ცხოვრება რთულია

by guramus

არსებობენ მამაკაცები, რომლებიც გარეგნობით ძალიან მიმზიდველები არიან, ერთი შეხედვით იპყრობენ ქალების ყურადღებას, მაგრამ მათი შინაგანი სამყარო მართლაც საშინელებაა.

ახლოდან გაცნობის შემდეგ აღმოაჩენთ რა აუტანელ კაცთანაც გიწევთ ურთიერთობა.

გთავაზობთ 10 მაგალითს, რომელიც მამაკაცის ამოცნობაში დაგეხმარებათ და მიგახვედრებთ, გიღირთ კი მასთან მთელი ცხოვრების გატარება.

1. საკუთარ თავზე შეყვარებული პედანტი – წარმოიდგინეთ რა რთულია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც საკუთარ თავს აღმერთებს. მას ხომ უმნიშვნელო შენიშვნის მიღებაც კი არ შეუძლია.

2. დედიკოს ბიჭი – კაცი უნდა იყოს კაცი. დედიკოს კალთას ამოფარებული ბიჭი ვერასოდეს შეძლებს ქალთან ურთიერთობის აწყობას.

თუ მას დამოუკიდებელი მოქმედებები არ ახასიათებს და ყველაფერში დედამისს ეკითხება რჩევას, გირჩევთ სამუდამოდ დაივიწყოთ.

3. უმუშევარი – კაცს, რომელსაც შრომა არ შეუძლია, აუცილებლად ბევრი პრობლემა შეექმნება. ოჯახში ფული აუცილებელია. კაცი კი შემტანი უნდა იყოს და არა – გამტანი.

4. მოძალადე – კაცი, რომელიც ქალს პატივს არ სცემს, მარტოობის ღირსია. ნუ მისცემთ უფლებას იძალადოს თქვენზე ფიზიკურად და ფსიქიკურად. დაიმახსოვრეთ, რაც დრო გავა, სულ უფრო და უფრო გამძაფრდება ძალადობა. ამიტომ გირჩევთ ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე თქვათ უარი.

5. მექალთანე – ნებისმიერ ადამიანს ერთგულება უნდა შეეძლოს. მემგონი არავისთვის არის სასიამოვნო, როცა ღალატობენ. თუ კაცი სხვა ქალებისკენ იხედება, გამოდის რომ არ უყვარხართ. ახლა კი თქვენ დაფიქრდით, გინდათ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც არ უყვარხართ?

6. დაოჯახებული – ეს ფაქტი ყოველთვის დიდი პრობლემაა. მამაკაცი ბოლომდე ვერ ახერხებს დაეხსნას წარსულს და ყოველთვის თავს ახსენებს წინა ოჯახი. ამიტომ აუცილებლად დაფიქრდით, გიღირთ დაოჯახებულ ადამიანთან ურთიერთობა?

7. ძუნწი, რომელსაც ფულის ხარჯვა ენანება – ეკონომია აუცილებელია და ფული რაციონალურად უნდა დახარჯოთ, მაგრამ ძუნწი ადამიანი არ არის სიყვარულის ღირსი. თუ მას თქვენი სიამოვნებისთვის ენანება ფული და კაპიკსაც არ ხარჯავს რომ გასიამოვნოთ, რატომ უნდა გიყვარდეთ?

8. ქუჩის ბიჭი – ქუჩაში დგომით ვერასოდეს მიაღწევს ადამიანი რაიმეს. თინეიჯერობის ასაკში ეს ბუნებრივია, მაგრამ ასაკთან ერთად თუ ბიჭს წარმოდგენა არ შეეცვალა და შრომა არ დაიწყო, მომავალში არც ისე სახარბიელო ცხოვრება ექნება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: