მთავარი ასტროლოგია რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში?

რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში?

by guramus

აბსოლიტურად ყველას აქვს მინუსი, ადამიანები შეცდომებს უშვებენ სექსა და სიყვარულში. ვნახოთ რა შეცდომებს უშვებენ ზოდიაქოს ნიშნები:

ვერძი – ძალიან სუსლწრაფები არიან, მალე უყვარდებათ მამაკაცი და ჩქარობენ მის ლოგინში ჩაგორებას და ოჯახის შექმნას. გვიან აცნობიერებენ, რომ შეცდომა დაუშვეს და ხშირად ამის გამო ოჯახებიც კი ენგრევათ.

კურო – სიზარმაცით გამოირჩევიან. ძალიან უჭირთ მოვლენებს აყოლა და მათზე სწრაფი რეაგირება. ამის გამო მათი პარტნიორი მამაკაცები ხშირად მოთმინების დაკარგვის შემდეგ წყვეტენ მათთან ურთიერთობას.

ტყუპები – ძალიან კომუნიკაბელური ხალხია, მაგრამ ეს მათივე მინუსია. ყველაფერზე ლაპარაკობენ, სექსზე, მომავალზე, გეგმებზე და ა.შ. ხოლო როცა პარტნიორისთვის გადაშლილი წიგნივით ხარ, აუცილებლად დაუკარგავ ყველანაირ ინტერესს.

კირჩხიბი – ძალიან თბილები, ზედმეტადაც კი. ისინი თავის პარტნიორებს აღმერთებენ, იმ დონემდეც კი, რომ ეს მოსაბეზრებელი ხდება.

ქალწული – მათი მთავარი პრობლემა ძალიან მაღალი სტანდარტებია. პარტნიორებისგან იმდენს და ისეთ რაღაცეებს ითხოვენ, რომ ხშირად მამაკაცს აფრთხობენ.

სასწორი – მერყევი ხასიათის ხალხია, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ეს სექსს და ურთიერთობას ეხება მაშინ განსაკუთრებით.

მორიელი – ზედმეტად ვნებიანები არიან, იმ დონემდეც კი, რომ ცდილობენ ყველაფრისგან სიამოვნების მიღებას. თუმცა თავიანთ შეცდომებზე სწავლის უნარი არ აქვთ.

მშვილდოსანი – ვერასდროს გაიგებთ, თუ რა სურს მშვილდოსანს. იმდენ პრეტენზიას გამოთქვამს, რომ თვითონაც კი იბნევა და არასოდეს იცის, თუ რა უნდა სინამდვილეში.

თხის რქა – ისინი ძალიან ფრთხილები არიან, ზედმეტად ფრთხილები. იქამდე აკვირდებიან მამაკაცს (და ცდილობენ მასზე ყველაფრის გაგებას), სანამ პარტნიორს სურვილი არ გაუქრება ურთიერთობის.

მერწყული – ბუნებით თავისუფლება უყვართ, ამიტომ არავის აზრს არ ითვალისწინებენ, თუნდაც სერიოზულ ურთიერთობაში. ეს კი თავისთავად პრობლემებს ქმნის.

თევზები – ეშინიათ მარტო ყოფნის, რომანტიულები და ემოციურები არიან, ჭირდებათ ძლიერი მამაკაცი, რომელსაც ყოველთვის უნდა დაეყრდნონ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: